"ჩემი პირველი სიყვარული და კერპი გუტი იყო! მინდა, სკუდეტოც და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგო!" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

AutoSharing Option
corrieredellosport-მა "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჩვენებურმა სკუდეტოზე, ლუჩიანო სპალეტიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშებიით, ერთიანი გუნდი ვართ. ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელებთ, იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

ჩემთვის ყოველი ტიტული და ყოველი გამარჯვება ახდენილი ოცნებაა. ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონას სტადიონზე ვთამაშობთ, შესანიშნავად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მიწევს, ამიტომ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვშრომობ. ჩემთვის ერთი რამ ცხადია - მინდა, რომ უმაღლეს დონეს
მივაღწიო!

ზედმეტსახელი "კვარადონა"? - ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს უბრალოდ შეუძლებელია... მარადონა ყველაზე და ყველაფერზე უფრო დიდია...

უბრალოდ ბედნიერი ვარ როგორც მომმართავენ - "კვარა" და მორჩა, სულ ესაა...

სპალეტისთან ურთიერთობა? - შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ის მიყურებს გარედან და მეუბნება რა შეცდომებს ვუშვებ, რა ასპექეტში მაქვს გამოსასწორებელი თამაში, რაც ძალიან მეხმარება.

ის ნამდვილი მასწავლებელია და მასთან ერთად გაუმჯობესება კიდევ უფრო შემიძლია.

რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება უდიდესი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის არჩევანი? - მინდა, ორივე მოვიგო!

ჩემი ბავშვობის იდეალი კრიშტიანო რონალდოა. ჩემი პირველი სიყვარული კი მადრიდის "რეალიდან" გუტი იყო. თბილისში ბავშვები ვთამაშობდით თეთრი მაისურებით, სადაც ჩემივე ხელით მაისურზე გუტის სახელი მქონდა დატანილი.

მთავარი მოწინააღმდეგე სკუტედოს ბრძოლაში? ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომაც ძალიან რთული იქნება... "მილანი", "ინტერი", "იუვე", "ლაციო", "რომა", "ატალანტა", "უდინეზემაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი.

ოჯახი თითქმის ყოველთვის აქ არის ჩემთან ერთად. მშობლები და ორი ძმა, ერთი უფროსი, ერთიც უმცროსი. 

უმცროსი ძმა თორნიკე საქართველოში ფეხბურთს თამაშობს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ერთ დღეს ისიც "ნაპოლიში" რომ გადმოვიდეს?! - რატომაც არა!

ჩემი შეყვარებული? ის თბილისში ცხოვრობს და სწავლობს და ზოგჯერ ჩემთან ჩამოდის.

ლოჩოშვილი? ჩვენ "დინამოში" ერთად ვთამაშობდით, ბავშვობის მეგობრები ვართ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში ვასპარეზობთ. ძალიან მიხარია აქ მისი ნახვა, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაში არა...

ნეაპოლი? აქ სპორტულ ცენტრთან ახლოს ვცხოვრობ და სიმართლე გითხრათ, ქალაქი ჯერ ისე არ დამითვალიერებია, როგორც მსურს, მაგრამ რაც ვნახე, შესანიშნავია. არაჩვეულებრივი, თბილი ხალხი ცხოვრობს... ზუსტად ისეა, როგორც მითხრეს...

ასევე ძალიან კარგად იკვებებით. მაკარონი საქართველოშიც ძალინ მიყვარდა და ამ მხრივაც აქ იდეალურად ვგრძნობ თავს", - ამბობს "კვარა". 


altკვარაცხელია სასტარტოში სეზონში მეორედ არ დაიწყებს? - ქართული დუელის მოლოდინში

მკითხველის კომენტარები / 33 /
ხვიჩა შვილო შენ ისეთ გუნდში და ისეთ ფეხბურთელებთან თამაშობ რომ წელს მოიგებ სკუდეტოს ამისათვის საჭიროა სტიმული თვითონ მისცე თანაგუნდელებს ისინი შენ შემოგყურებენ მინდორზე თქვენ ისე ვერ ამჩნევთ რა საუცხოოთ შეთამაშებული გუნდი ხართ როგორც ჩვენ შენი გულშემატკივარი ამ დროისთვის თქვენ ყველაზე ტექნიკურ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობთ ევროპაში დამიჯერე ეს პირში ქება არ არის ეს სინამდვილეა არ შეუშინდეთ არცერთ გუნდს და მათ სახელებს თქვენ ყველას დამარცხება შეგიძლიათ კიდევ ერთხე ლ გთხოვ ყველა თამაშში შენ უნდა ულიდერო გუნდს იმიტომ რომ ესეთია შენი ბედი ის გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი ა !!!
ზაზა
08 ოქტომბერი 2022 13:02
0
ეტყობა ბიჭს რა მაგრადაც ესმის ფეხბურთი.
გუტი იყო ხელოვანი. ხატავდა მოედანზე, მუსიკას ქმნიდა, ხელოვნებას ქმნიდა.
რამდენჯერ მიყურებია რეალის თანაშის დროს მხოლოდ გუტისთვის. ხანდახან უბრალოდ მხოლოდ გუტის ვუყურებდი თამაშის დროს და ბედნიერი ვიყავი რომ ეს სპორტი შემაყვარა თავის დროზე მამაჩემმა
Superman
08 ოქტომბერი 2022 23:14
3
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ხვიჩა როგორც თამაშიდან ჩანს და ასევე ძალიან ჭკვიანი ბიჭია როგორც ინტერვიუდან ჩანს
მამუკა
08 ოქტომბერი 2022 16:10
1
ძალიანაც კარგია რომ გუტიმ შეაყვარა ფეხბურთი, და არა რომელიმე მყვირალა სახელმა და გვარმა.
მე პირადად დავიდ ვილიამ შემაყვარა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მისი სახელი დღეს არავის ახსოვს. მაშინაც ვალენსიაში თამაშობდა და მისი სახელი დიდად არ ყვიროდა სხვებივით.
ფეხბურთზე საუბარი სულ ისეთ ხალხთან მსურს, ვინც მარტო გაპიარებული სახელების ფეხბურთელებს არ იცნობდნენ და უფრო მეტი ჰქონდათ ნანახი.
შეიძლება ჰალანდივით ყველა თამაშში ჰეთრიკს არ იტანდეს ფეხბურთელი მაგრამ შენ გიყვარდეს და მისი თამაში სიამოვნებას განიჭებდეს, რა მნიშვნელობა აქვს ზურგზე რა სახელი აწერია!
Spain
08 ოქტომბერი 2022 13:46
0
80-იანი წლების დინამოში,ილია რუხაძემ სულ 3 მატჩი ჩაატარა და მესამეში ფეხი მოსტეხეს.,ამით დამთავრდა მისი დიდი ფეხბურთი,მაგრამ მაშინდელ გულშემატკივარს,ყველას გვახსოვს და ახლაც გულს მივამტკივნებთ.ასევე გიო ქინქლაძე,მხოლოდ ჩვენი და სიტის ფანებისთვისაა ცნობილი,მაგრამ მათთვის ლეგენდაა და ჩვენთვის ლეგენდარული გულისტკივილი.ასე რომ სრულიად გეთანხმები.ისე, დევიდ ვილიაც ძალიან კარგად მახსოვს და მისი დავიწყებაც შეუძლებელია.ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო.მე უკვე ბარსელონადან შევიყვარე.
სოსო
08 ოქტომბერი 2022 20:18
0
გუტი უნივერსალი იყო არ შეიძლება მისი არ დაფასება ... მასე მე მორიენტესმა შემაყვარა ფეხბურთი ვიღაცისთვის შეიძლება დაბალი დონის იყო მაგრამ ცენტრიდან კი იტანდა თავით გოლებს ... )))
bejo
08 ოქტომბერი 2022 14:24
0
გუტი იყო ფეხბურთის ხელოვანი კაცი ისევე როგორც კვარაცხელია ხატავს თავის ფეხბურთს. კარგი არჩევანია ხვიჩა, ბოლომდე მიაწექი
from enfield
08 ოქტომბერი 2022 15:05
2
ვართ ხალხი, ვისაც მარტო გოლი არ გვგონია ფეხბურთი. ფეხბურთი ხელოვნების დონეზე მაქვს მე პირადად და ლამაზი მოძრაობები, კაცის მოტყუება, ბევრ კაცს შორის გაძრომა და შედევრების შექმნა არის ჩემთვის მთავარი. უკვე შექმნილს რომ მიუტან ვინმეს და ის შეაგდებს ეგ სულ სხვა რამეა. რათქმაუნდა გარეკანზე გოლის გამტანი ჩანს მაგრამ მარტო გოლეადორი ფეხბურთელები ვისაც უყვარს, იმას დიდ მცოდნენ არ მივიჩნევ.
სტატისტიკის დათვლა არაა მნიშვნელოვანი, როცა თამაშს უყურებ და ისე გსიამოვნებს, თითქოს მაგარ მუსიკას უსმენ ან მაგარ ხელოვნების ნიმუშს ათვალიერებ ჩემი აზრით ეგ არის ფეხბურთის ფენომენი. არავინ იფიქროს, რომ ამით გოლის გამტანს ვაკნინებ, რა სისულელეა, ბოლო დროს ჰალანდის მიმართ წამოვიდა ჰეითი, ტიპი სასწაული შემსრულებელია, და ეგ როგორ არ უნდა მოგწონდეს მაგრამ მე შემქმნელი ფეხბურთელები უფრო მიყვარს და მიყვარდა ყოველთვის. გემოვნების საკითხია და ამაზე დავაში თუ ვინმე სტატისტიკას მოიშველიებს უბრალოდ სისულელე იქნება.

ხვიჩას ამ ინტერვიუს რაც შეეხება, არვიცი, უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავივით ისაუბრა და არის კიდეც უკვე ვარსკვლავი. ბავშვობიდან ჩემი კუმირი ფეხბურთელების ინტერვიუებს არ ვტოვებდი და ყველა ვიცი ვის რა დონის საუბარი შეეძლო.
Skeleton
08 ოქტომბერი 2022 15:47
1
ბატონო კობა, წაკითხულიდან აზრის გამოტანა რა კარგად გცოდნიათ. ამ ასპექტში გაძლიერებას გისურვებთ!
წარმატებები!
Skeleton
08 ოქტომბერი 2022 19:29
0
ჩამოყალიბებული ვარსკვლავივით ისაუბრა? მოკლედ ისე კითხულობ, როგორც ფეხბურთს უყურებ! კიდევ ბევრი მაქვს სასწავლიო. ამას ვარსკვლავები არ ამბობენ. ფეხბურთზე ხომ საერთოდ გოლი არაა მთავარიო. ეტყობა შენ თამაშები რომელიც 0-0 მთავრდება ის უფრო გევასება, ვიდრე უხვგოლიანი თამაშები.
კობა
08 ოქტომბერი 2022 17:42
26
ჰოლანდი სულ სხვაა. მის თამაშში ვერაფერს ესთეტიკურს ვერ ნახავ. მაგრამ მგელი გამტანია.
ხვიჩა სხვაა.
მე ჰოლანდის სანახავად ღამეებს ვერ გავათენებ
ხვიჩა კი, მისი თამაშის დროს რა დაგაძინებს, უყურე და ისიამოვნე.
თენგო
08 ოქტომბერი 2022 17:31
0
ჰოლანდთან დაკავშირებით გეთანხმები, მეც რაღაცნაირად არ მომწონს, მას უფრო მოუხდებოდა წყალბურთი, ფეხბურთის ამბავში ვერ ჯდება (გოლებიც აღარ გაიტანოს?) ჩვენი ხვიჩა კი შემომქმედია, თანაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მე უფრო ასეთი სტილის ფეხბურთელები მომწონს, რომლებიც ჯერ დახატავენ მინდორს და მერე გააქვთ გოლები. ( მესი, ნეიმარი, როლანდინიო).
თენგოს
08 ოქტომბერი 2022 19:18
0
გისურვებ 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანოს ყველა რეკორდი მოგეხსნას განსაკუთრებით ნაკრებში გატანილი 125 ბურთი.
ასეა ეს
08 ოქტომბერი 2022 15:43
0
არასოდეს ვყოფილვარ რეალის გულშემატკივარი, იმიტომ მთელი ცხოვრება ბარსას ვქომაგობ./ მაგრამ გუტი თუ დაბალი დონის ფეხბურთელი იყო ეგ არ ვიცოდი…
Vasili
08 ოქტომბერი 2022 15:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული