ნახეთ, საიდან გაიტანა ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში, სახლში "ვოლოსთან" წაგებულ მატჩში (2:3), გოლი"პანეტოლიკოსის" თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ გაიტანა.

შენგელიამ მეოთხე წუთზე ცენტრში მიიღო ბურთი, კარიდან წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ დაგომ მასპინძლების უპირატესობა გაზარდა. თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 44-ე წუთზე "პანეტოლიკოსის" ფორვარდი კარელისი გააძევა.

შენგელია 72-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 7 მატჩში 2 გოლია.

"პანეტოლიკოსი" 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და 16 ოქტომბერს გასვლაზე "ასტერასს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საგოლ ლევა კარგი შეასრულა
ბაჩო
22:05 08-10-2022
0
წელს მუდმივი პრაქტიკა აქვს. იმედი მაქვს ნოემბრის ამხანაგურ თამაშებში (რომელიც იმედია გაიმართება) დააბრუნებენ ნაკრებში, ისევე როგორც ბერიძეს მისცემენ შანსს.
მოიწვიეთ ნაკრებში
00:03 09-10-2022
0

სიახლეები პოპულარული