ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
ხვიჩას წარმატებები, მარა წიტაიშვოლმა. როგორც იქნა გაიტანა და მაგაზეც დაწერე რამე.
რრრ
09 ოქტომბერი 2022 22:02
4
ნაპოლის თამაშებს სულ მოუთმენლად ველოდები. დღეებს,საათებს,წუთებსა და წამებს ვითვლი როცა თამაში იწყება. მთელი თამაშის განმავლობაში პულსი გაორმაგებული მაქვს. ხვიჩა, შენ ხარ კაშკაშა - ამომავალი (სუპერ) ვარსკვლავი! ჩვენს ნაცრისფერ ცხოვრებას გვიფერადებ...
gulshematkivari0703
10 ოქტომბერი 2022 00:13
0
სულ რამოდენიმეჯერ მისცეს პასი მთელი თამაში და შედეგი: საგოლე პასი, პენალტი, რამდენიმე ჯარიმა და წესით კიდევ ერთი გოლიც უნდა შეეგდოთ მისი პასით. ასევე- ზიელინსკი ნამდვილად ქმნის დიდ განსხვავებას, ძრავა და ტვინია გუნდის
ალექს
09 ოქტომბერი 2022 22:12
2
გაიხარე ხვიჩა. კვარა ერთ გუნდს უდრის.
ზურაბ
09 ოქტომბერი 2022 22:06
2
მე მგონია რომ ხვიჩა სწავლობს სპალეტისგან და უფრო ეფექტური ხდება, მისი გავლენა თამაშზე თუნდაც იმ საგოლე პასით მარტო იზრდება. იზრდება კვარა როგორც მოთამაშე. თვითონაც ამბობს საზღვარი არ გამაჩნიაო. ღმერთი მისკენ და ჩვენსკენ!
გიორგი
10 ოქტომბერი 2022 00:12
0
ამ მანუელ რუის დაგინებული აქვს, რომ პასი არ მისცეს? ზანგიც მაგ ჭკუაზე იყო, დომბელეა თუ ვინცხაა. რა ბალაგანია, მწვრთნელი ამას არ უნდა ხედავდეს? მართლა სოფლის გუნდია კვარას გარეშე და კიდევაც იქნება მომავალი ზაფხულიდან. უპასოდ ამდენ სირბილს ეს ანგელოზივით კაციც არ აიტანს. პასი - არა, თავისი მოპოვებული პენალტი და ჯარიმა - არა, ვირის მუშაა ტო? თან პოლიტანო მადლიერებასაც კი არ გამოხატავს ამ დარმავოი გოლებისთვის, თავისი თავი ჰგონია გმირი და ერთხელ თვითონაც მოეპოვებინა, ტყვილა რომ დარბის. ეგენი ყველანი საშუალო ევროპული დონის ვარსკვლავებია და ერთი კვარაა მანდ მეგავარსკვლავი, ან დროზე შეიგნებენ და წარმატებებს მიაღწევენ, ან შეიგნებენ, როცა ის - რეალში, ნაპოლი კი რუბინივით ტრაკში იქნება.
ქომაგი
09 ოქტომბერი 2022 22:34
4
არ ვიცი ეს ჩანაფიქრი იყო თუ რა მაგრამ მთელი თამაში არ ტვირთავდნენ ხვიჩას ფლანგს. პენალტიც მეორე ფლანგზე გადასვლის დროს მოიპოვა.
Felisio
09 ოქტომბერი 2022 22:17
2
ლუჩიანო კიდე კვარა კვარას რო გაყვირი მთელი თამაში, ანგისამ ითამაშა გუნდურად რასპადორიმ თუ პოლიტინომ? კიდე კაი არ შეცვალე კვარა. ხო მოათავა თამაში ?
სპალეტის
09 ოქტომბერი 2022 22:36
2
ჯერ ერთი , ნაპოლი არაა სოფლის გუნდი, რამოდენიმე მაგარ ფეხბურთს თამაშობს ამ სეზონში, ლობოტკა , ჟელინსკი, ანგისა, და კიმ, რაც ცოტა არაა ასევე ოსიმენი, როცა დაბრუნდება, მეორე არ აძლევენ ასე არაა, უბრალოდ რო ნახეს ხვიჩა ძალა და ხომ ხედავთ მუდმივად დასდევს ერთი და მეორე ცდილობს ზონები დაუკეტოს ასეთ დროს პასის მიცემასაც დიდი აზრი არააქვს როგორც კი გადმოიწევს ცენტრში ან მარჯვნივ ეგრევე ქმნის მომენტს, პატარაა მაინც, სპალეტი ცდილობს დააბალანსოს გუნდში სიტუაცია როცა ასეთი აჟიოტაჟი იქმნება გუნდში ახალ მოსულ ფეხბურთელზე ამან შეიძლება მართლა შექმნას გუნდში არაჯანსაღი ვითარება ესაა და ეს, ყველაფერი კარგადაა, მთავარია ასე უნდა გააგრძელოს ხვიჩამ, სუპერ ბიჭი გვყავს
დათო
10 ოქტომბერი 2022 00:29
3
ზუსტად მაგაშია საქმე გუნდში უხერხულია ვითარება როცა მთელი ნეაპოლი ხვიჩაზე გიჟდება მარტო, არადა არიან ფეხბურთელები რომელთა არდაფასება არ შეიძლება და სპალეტი ცდილობს დააბალანსოს სიტუაცია არაფერს ცუდს არ აკეთებს, ხვიჩა თვითონაც მაგრად უქია მარა ხალხს უნდა შეახსენოს რომ სხვებსაც პატივი სცენ. მარტო ხვიჩას გუნდი ნაღდად ვერ იქნება ნაპოლი თუნდაც მესი იყოს, აი ზუსტად ბარსაში არ გახსოვთ როგორ იყო მესი? კი მესიმანია ყოველთვის იყო მაგრამ ბარსას დანარჩენი ფეხბურთელებიც მაგრად იყვნენ აღიარებული ხალხში ხავი და ინიესტა კი არა ბუსკეტსი რომ ბუსკეტსია ეგეც ლეგენდად ითვლება დღემდე. ნეაპოლელებს ეს ეშლებათ და მართალია სპალეტი, აი ნაპოლი უნდა იყოს ზუსტად ბარსას ნაირი გუნდი და ეგ იქნება საჩემპიონო გუნდი
Napoli
10 ოქტომბერი 2022 05:14
1
კვარასთვის რომ მეყურებინა ჩავრთე სეტანტა, სეტანტა 1, სეტანტა 2 , 3,4,5, 37 და სეტანტა 48 ზე რატომ აჩვენებთ ნაპოლის თამაშებს. ტეხავს უბრალოდ, კვარა გაგა გუგუს რო გაიძახით და ამ დროს ასეთ რაღაცას კადრულობთ. ასეთი ბინძური ხელის მოთბობა რა უბედურებაა, აყურებინეთ ხალხს თამაში მაინცდამაინც ბილეთის ფასი ხოარ უნდა გადაახდევინოთ.
ლაშა
09 ოქტომბერი 2022 23:34
0
მანამდე სილქიც გადასცემდა ნაპოლის თამაშებს, ახლა აჭარა 1 მაგივრად სეტანტა 3 დაამატეს ფასიანად პაკეტად, სილქი საერთოდ აღარ აჩვენებს?! ფუჰ მართლა რა.
ეს პ-ბი
10 ოქტომბერი 2022 00:35
0
https://www.as-goal.com
ბევრ თამაშს ნახავთ. არაბულ ენაზეა თავიდან ნაწერი, მაგრამ გუგლიდან შეიძლება ენის შეცვლა.
გიორგი
10 ოქტომბერი 2022 13:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული