კიტეიშვილმა რომში ითამაშა - "შტურმმა" კაცნაკლულ "ლაციოსთან" ქულები გაიყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეოთხე ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ლაციოს“ დაუზავდა - 2:2.

გრაცელთა ტრავმამორჩენილმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თამაში სასტარტოდან დაიწყო, 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 58-ეზე შეცვალეს.

45-ე წუთზე მასპინძლები იმობილემ დააწინაურა, შესვენებაზე გასვლის წინ კი მსაჯმა რომაელთა ნახევარმცველი ლაძარი გააძევა. შეცვლაზე შესულმა 19 წლის ბოვინგმა შესვენების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. მალე პედრომ „ლაციო“ წინ გაიყვანა, თუმცა შემდეგ ბოვინგმა ისევ გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

F ჯგუფში ყველა გუნდს 5-5 ქულა აქვს. "შტურმი" 27 ოქტომბერს „ფეიენოორდს“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო -
შტურმი 2:2

გოლები: 1:0 იმობილე (45, პენ), 1:1 ბოვინგი (56), 2:1 პედრო (71), 2:2 ბოვინგი (83)
გაძევება: ლაძარი (45+2, ლაციო)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ კიტე! მე ნამდვილად ეჭვი მეპარებოდა შენში და იმედია ეჭვებს სრულიად გაფანტავ. ეხლა კიდევ უფრო უნდა განვითარდე და ტრავმებისგან პრევენციის გარანტი ლექსიკონში ათლეტიზმის (ფიზიკა) ჩართვაა და პროგრესი სახეზე იქნება, მითუმეტეს ნაკრების წარმატებებს თუ გავითვალისწინებთ ენთუზიაზმით და მონდომებით ძალიან შორს წასვლა შეიძლება. ხვიჩას და ახლა უკვე ახალგაზრდული ნაკრების წარმატებები მომავალში დიდ კლუბებში გადასვლის გარანტი იქნება! ქართველებმა მართლაც უნდა დაიპყრონ დიდი ფეხბურთი და წარსულის უდიდესი ქართველი ფეხბურთელები კვლავ გაახსენონ ევროპელებს!
ლაშა
18:25 14-10-2022
0
მალე ჩადგება ფორმაში. ახალი მორჩენილია. ჯგუფიდან უნდა გავიდეს შტურმი და მაგ დროისთვის იქნება კიტე კარგად
ლევან მაღლაკელიძე
14:11 14-10-2022
0

სიახლეები პოპულარული