
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „ჰაპოელისა“ და „ლეხის“ მატჩი 1:1 დასრულდა.
გასულ ტურში პოლონეთის ექსტრაკლასაზე „ლეხის“ შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა დღესაც ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 57-ე წუთზე შეცვალა, ნიკა კვეკვესკირი კი 85-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
ლეხი 5 ქულით C გუფში მეორე ადგილზეა და 27 ოქტომბერს ვენაში „აუსტრიას“ შეხვდება.
ბეერ შევა. „იაკოვ ტუმერ ტოტო“
ჰაპოელი - ლეხი 1:1
გოლები: 1:0 ჰემედი (9, პენ), 1:1 სჟიმჩაკი (44)