წიტაიშვილისა და კვეკვესკირის "ლეხი" სტუმრად "ჰაპოელს" დაუზავდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „ჰაპოელისა“ და „ლეხის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

გასულ ტურში პოლონეთის ექსტრაკლასაზე „ლეხის“ შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა დღესაც ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 57-ე წუთზე შეცვალა, ნიკა კვეკვესკირი კი 85-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

ლეხი 5 ქულით C გუფში მეორე ადგილზეა და 27 ოქტომბერს ვენაში „აუსტრიას“ შეხვდება.

ბეერ შევა. „იაკოვ ტუმერ ტოტო“
ჰაპოელი - ლეხი 1:1
გოლები: 1:0 ჰემედი (9, პენ), 1:1 სჟიმჩაკი (44)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი რა კლიმენტიჩ, ძლივს მოგცეს შანსი და ასე მშრალად გაშვება იქნებოდა?დ იმედია კიდე მიცემენ.
რრრ
15:17 14-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული