ვფიქრობ, მალე "ნაპოლის" დატოვებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა" - ანტონიო კასანო კვლავ ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"რომასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ინსტაგრამზე" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

იტალიელი "კვარას" თამაშით კვლავ აღფრთოვანებულია და მისი აზრით, მალე "ნაპოლის" დატოვებს.

"ყველაზე შთამბეჭდავი არა მისი თამაში, არამედ პიროვნული მხარეა, როდესაც 22 წლის ხარ და საქართველოდან სრულიად განსხვავებულ ჩემპიონატში ასეთ შედეგებს აფიქსირებ, წარმოუდგენელია, დიდი პატივისცემა "ნაპოლის", თუმცა მალე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ კლუბში ითამაშებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა, თუ ჯეკ გრილიში "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობს, მას შეუძლია ინგლისელს ცალი ფეხით აჯობოს, რადგან უფრო დიდი ხარისხი აქვს და მეტად კრეატიულია, ვიდრე
გრილიში, ეს ბიჭი ძალიან მომწონს" - განაცხადა კასანომ.

"ნაპოლი" მორიგ მატჩს 16 ოქტომბერს, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"სასწრაფოდ იყიდეთ კვარაცხელია!" - როგორ ეტრფის მაურიციო სარი ხვიჩას 2019 წლიდან

alt"თუ "რეალი" კვარაცხელიას ყიდვას მოისურვებს და "ნაპოლის" მიმართავს..." - პრემიერლიგაში ნამუშევარი სკაუტი ხვიჩაზე


მკითხველის კომენტარები / 10 /
დიახ, "უმაღლესი დონის მოთამაშეა" და თანაც ქართველი, აი სად გაგედოთ ყველას!!!
იიიიშშშშშშ.....
ისე მაინც
22:58 14-10-2022
2
ანტონიო ეგ ბიჭი უკვე ყველას მოგწონთ მაგ ბიჭმა ნაპოლი უნდა გახადოს ყველაზე ძლიერი ასე აჯობებს შენ სიტი ან რეალი გგონია ყველაზე ძლიერი მე კი ნაპოლი რანაირი პატრიოტი ხარ ვერ გავიგე დაე მოხდეს რაც მოსახდენია მე არ შევცდები მე ხვიჩას იმედი მაქვს შენ კი უკვე შეცდი!!!
ზაზა
22:48 14-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული