"ბოლონიასთან" ნამატჩევს "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელებმა, ვიქტორ ოსიმენმა და ჯაკომო რასპადორიმ, შეაქეს.
"ხვიჩას გამო ძალიან ბედნიერი ვარ, იმსახურებს იმას, რასაც იღებს. მხოლოდ ახლა იწყებს. თქვენ, ბიჭებო, ჯერ არაფერი არ გინახავთ. ვარჯიშებზე გაცილებით მაგარია. მჯერა, ამ სეზონში შეუძლია ოცნებას მიგვაახლოოს.
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ჩვენ კი ვეხმარებით. ცხადია, ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია", - განაცხადა ოსიმენმა.
"დღეს მნიშვნელოვანი იყო, წარმატებისკენ გზა გაგვეგრძელებინა. "კვარა" წარმოუდგენლად ნიჭიერია და ამას გარდა, ძალიან კარგი ბიჭია".
ჩაკვესაც არ აწყენდა ნაოპერაციებ ფეხზე დამცავი სარტყელის გაკეთება.
ექიმმა რატომ არ ურჩია - გასაკვირია!