მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძის მორიგი ასისტი და შესანიშნავი მატჩი "სლოვანში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "სლოვანის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარგ ფორმაში შედის, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენებურმა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გასვლაზე "მიხალოვცესთან" მატჩში საგოლე გადაცემა იურაი კუცკას მიაწოდა, სლოვაკმა შეაგდო და ბრატისლაველებმა 1:0 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაში აკეთებს საგოლე გადაცემას. ის გუშინდელ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საუკეთესო იყო.

ის ვლადიმირ ვაისმა 86-ე წუთზე შეცვალა, კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, კაშია კი მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჩაერთო შეხვედრაში. 

"სლოვანს" 29 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ტრნავას" 4 ქულით
უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩაკვე!სწორება კვარაზე.მასზე ნაკლები არ ხარ.იშრომე და შედეგიც მოვა.ღმერთმა დაგიფაროს ტრამვისაგან.
ჯანაშია ვაგნერი.
17:56 17-10-2022
2
ეს სეზონი თუ ჩაატარა უტრამვოდ ჩაკვემ(რაც ყველას გვინდა) მომავალი წლიდან დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება!
კახა
14:24 17-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული