"ჯორჯიამანია" იტალიაში - მამარდაშვილის მენეჯერი "იუვენტუსის" ინტერესზე საუბრობს

AutoSharing Option
იტალიური calciomercato წერს, რომ "სანჩეს პისხუანზე" მყოფი "იუვენტუსის" ემისრები "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილს აკვირდებოდნენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ იტალიაში "ჯორჯიამანია" ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გამოსვლის შემდეგ დაიწყო და ისინი "მამარდას" მენეჯერს, ლევან სეთურიძეს ექსკლუზიურად ესაუბრნენ. სეთურიძე საინტერესოდ მსჯელობს:

"ძალიან კმაყოფილი ვარ სეზონის დასაწყისით და ასევე, 2027 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებით. დიდი შრომის შემდეგ, ჩემს პარტნიორ სტეფანო კასტანიასთან ერთად, ეს მოვახერხეთ...

გატუზო? მას ძალიან სჯერა გიორგის და სწორედ ამიტომ არის სასტარტო მეკარე. მათ შორის ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობაა...

მამარდაშვილს თვალს ბევრი გუნდი ადევნებს.
"იუვენტუსი"? ეს დამატებითი მოტივაციაა...

გიორგის არა მხოლოდ იტალიური, ინგლისური კლუბებიც აკვირდებიან. ახლა ჩვენი მთავარი ორიენტირი "ვალენსიაა" და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარს, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამჟამად ის "ღამურების" სასტარტო მეკარეა.

მამარდაშვილი და კვარაცხელია ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან და აქვთ პოტენციალი, თავიანთი კვალი დატოვონ ფეხბურთის სამყაროში. ვიცით, რამდენად დიდი ყურადღება ექცევა მეკარის თამაშს იტალიაში. განსაკუთრებით იმ გუნდში, რომლის რიგებშიც დინო ძოფისა და ჯანლუიჯი ბუფონის მსგავსი მეკარეები თამაშობდნენ. მისდამი ინტერესი დამატებითი მოტივაციაა. ვფიქრობ, რომ გიორგის, პროგრესისა და პიროვნების გათვალისწინებით, ნებისმიერ დონეზე შეუძლია თამაში. იტალიაში თამაში ნებისმიერი მეკარისთვის გამოწვევაა და ვფიქრობ, მამარდაშვილმა უნდა დატოვოს თავისი კვალი“.

alt"ამას პირველად ვაცხადებ" - შესაძლოა, მამარდაშვილის მენეჯერმა ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ათამაშოს

altმამარდაშვილი შჩესნის შემცვლელად "იუვენტუსში" - Calciomercato ტურინელთა დაინტერესებაზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერზე იტალიურ გრანდში

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვალენსიას მცველები და ნახევარმცველები ცუდად ეხმარებიან მეკარეს. იუვენტუსში მამარდაშვილი ძალიან იშვიათად გაუშვებს გოლებს და ამიტომ უფრო სტაბილური მეკარის რეპუტაცია ექნება.
ქ. გ.
07:27 21-10-2022
0
ვალენსიაში ხალხი კარიერის ბოლომდე ან კარიერის მნიშვნელოვან ეტაპამდე თამაშობდნენ,თავის დროზე მარიო კემპესი,მეკარე კანისარესი,ასევე რობერტო აიალა,ასევე კლაუდიო ლოპესი, მენდიეტა, აიმარი,დავიდ ვილია, ასე რომ საჩქარო არაფერია, ვალენსია და ლა ლიგა იძლევა განვითარების საშუალებას,მამარდაშვილმა კი დაუღალავი შრომა უნდა გააგრძელოს და აუცილებლად მიაღწევს განვითარების მწვერვალს,რაც შეეხება იუვენტუსს იქ მოხვედრა ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა და თუ ეს ინტერესი მართალია და ჭორები არ არის, იუვენტუსი რა თქმა უნდა სულ სხვა დონეა.
qomagi
20:14 20-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული