ხვიჩა და მოურინიოს ავტობუსი... - "ნაპოლის" ლეგენდა მოახლოებულ "რომა"-"ნაპოლის" მატჩზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ "რომა"-"ნაპოლის" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

"რომასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება ყოველთვის იყო ისეთი მატჩი, რომელსაც უდიდესი ხიბლი ჰქონდა. ეს იქნება განსაკუთრებული შეხვედრა ორ დიდ მწვრთნელს შორის.

მოურინიო კარგად ახერხებს გუნდში კარგი სიტუაციის შექმნასა და დაძაბულობის განმუხტვას. იმედი ვიქონიოთ, რომ ის კარების წინ კვლავ ავტობუსს არ ჩააყენებს. 

"ნაპოლი" მოიპოვებს სკუდეტოს? - შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. გუნდი უკვე ძალიან მაღალ დონეზეა და ატმოსფერო იდეალურია.

კვარაცხელია? ძალიან მაგარი საფეხბურთო მანერები აქვს... დღეს მცველებს მისი სტილის ფეხბურთელებთან თამაში ძალიან უჭირთ, რომლებიც 1-1-ზე
მიდიან. დღეს თანამედროვე ფეხბურთში სწორედ ეს ფასობს", - ამბობს ბრუსკოლიტი.

"რომა"-"ნაპოლის" შეხვედრა 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარა ვს დიბალა ეხლა გაიგებს მსოფლიო ვინ რა კლასისაა სალაჰი და ფირომინოს ხო ჩაუტარა კლასი ეხლა სხვა დანარჩენების ჯერია ;) მიდი ნადირო!
1
მიდი კვარა გავუყარე ერთი რომაელებს შენ რომ და ჩვენ რომ გაგისწორდება ისეთი კიჩუა ჩაუტარე ჯიმა.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო გენაცვალე გულში
კაკაო
16:37 21-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული