ავსტრალიის A ლიგის მე-3 ტურში "ნიუკასლ ჯეტსი" "ველინგტონ ფინიქსს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
მე-4 წუთზე დარცმელიას ასისტით ჯეიმს მაკგრეიმ ანგარიში გახსნა, მე-16 წუთზე თვითონ ბექამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
39-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, საბოლოო ანგარიში კი ტრენდ ბუაგიარმა 44-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, 2 თამაშის შემდეგ "ჯეტსი" 6 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 28 ოქტომბერს, სიდნეის "ვანდერერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.