ოსიმენის გოლით გახარებულ ქართველებს "რომას" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - საქმეში დაცვის სამსახურიც ჩაერთო

AutoSharing Option
უკვე ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. Calcionapoli24-ი Goal-ზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველებს რომაელ ფანებთან სიტუაცია მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ვიქტორ ოსიმენმა მასპინძლების კარი აიღო.

სავსებით ლოგიკურია, რომ ნიგერიელი ფორვარდის მიერ გატანილი გოლის შემდეგ "ლურჯფორმიანმა გულშემატკივრებმა" ემოციებისგან თავი ვერ შეიკავეს, ქართული დროშები აფრიალეს, რის გამოც იმავე სექტორში მჯდომი "რომას" გულშემატკივრების გაღიზიანება და შეხლა-შემოხლა გამოიწვიეს, დედაქალაქელებმა დროშების წართმევაც კი სცადეს. საბოლოოდ, სიტუაციის დასამშვიდებლად დაცვის სამსახური ჩაერთო.

შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" ჟოზე მოურინიოს გუნდი 1:0 დაამარცხა და სერია
A-ში ლიდერობა განიმტკიცა, ამ მომენტისთვის "ნაპოლის" 29 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრა კი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" გაიმართება. მატჩი ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
სტუმრებისთვის სპეციალურად ცალკე ტრიბუნაა გამოყოფილი, დაპირისპირება რომ არ მოხდეს. "ფეხბურთი ომია მშვიდობიანობის დროს".
ქიტესა
25 ოქტომბერი 2022 21:55
1
ასე სამშობლოსთვის, რომ იყოთ არ შეგიძლიათ? ))) თუმცა მედროვე როჟებს არ კიდიათ? მარტო თვითონ ისიამოვნონ! მიგჯირყვნიდნენ ერთი! სხვის ბებიებს ტრ... ბანთ და თქვენი მიტოვებული გყავთ. საშინელი მოქცევით და სადაც ხვდებით ყველგან წამლავთ ყველაფერს. "საქართველოში 77,000 ბავშვი შიმშილობს, საიდანაც 300 ყოველწლიურად იღუპება."
26 ოქტომბერი 2022 00:03
26
ყველა გაუნათლებელი უწიგნური და სულელია ვინც ამ კომენტარს არ მოწონებას უნიშნავს
გოგა
26 ოქტომბერი 2022 02:16
10
აი აქ (მომენტი არის 11m:30s) კარგად ჩანს, რომ ხვიჩა ემზადებოდა რომასთან თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად, მაგრამ მერე მსაჯმა (და ვიდეორეფერიმ) გადაწყვეტილება შეცვალა.
https://www.youtube.com/watch?v=yD4J9dhwtUg
ქ. გ.
26 ოქტომბერი 2022 07:13
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული