ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა "რუბინის" 20 წლის შემტევ ნახევარმცველ რუსლან ბერზუკოვთანაც შედგა.
რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის დროს წარსული მოგონებებიც გაიხსენეს და ისე როგორ იქნებოდა, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას არ შეხებოდა.
"რუბინის" ფოტოგრაფმა ჯალილ გუბაიდულინმა თქვა, რომ კლუბის ოფისსა და მედიადეპარტამენტში ხვიჩას ფოტოებს ხშირად შეხვდებით.
"ძალიან გვიხარია ხვიჩას წარმატებები. ის ყველას ძალიან გვიყვარს და ყოველთვის
ერთ-ერთმა ფანმა თქვა - "ახლა ერთადერთი კითხვა ისაა, სად წავა ხვიჩა, მადრიდის "რეალში" თუ "სიტიში"?
ამის შემდეგ "რუბინის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საკმაოდ მოულოდნელი და ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა.
"ჩვენ ახალი ხვიჩა კვარაცხელია გვყავს და ეს რუსლან ბეზრუკოვია! ახალგაზრდა, სწრაფი, ტექნიკურად დაჯილდოებული! მან უნდა გააუმჯობესოს თავისი უნარები.
ზოგჯერ ბურთი მალე არ უნდა მოიშორო, შეგიძლია შენს თავზე აიღო, წახვიდე და კარში დაარტყა! ასეთ შემთხვევაში კი 1+1 კი არა, 19+19 სტატისტიკა გექნება", - ამბობს გულშემატკივარი.
საინტერესოა, ვინ არის რუსლან ბეზრუკოვი და საიდან მოიყვანა ის "რუბინმა", თანაც მეორე დივიზიონში?
მან ბავშვობაში თამაში "ნოვოშანკიცკიში" დაიწყო, შემდეგ იყო "როსტოვი" და "სკა როსტოვი". მან რუსეთის მე-2 ლიგის მიმდინარე სეზონი "ნეფტეხიმიკში" დაიწყო, სადაც 7 შეხვედრაში ითამაშა, შემდეგ კი ყაზანს მიაშურა.
როგორც ზემოთ "რუბინის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, ბეზრუკოვს 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს და მან ეს შედეგი 8 მატჩში დააფიქსირა.