"მისით არა მხოლოდ "ვალენსია", "იუვენტუსიც" ინტერესდება - იტალიური გამოცემა გოჩოლეიშვილზე

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გოჩოლეიშვილს "ვალენსია" აკვირდება, Tuttojuve-ს ცნობით, ქართველი ფეხბურთელით ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.

"ჩვენი რედაქციის ცნობით, "იუვენტუსი" გიორგი მამარდაშვილთან ერთად გიორგი გოჩოლეიშვილსაც აკვირდება, ახალგაზრდა ქართველი მარჯვენა მცველია, რომელიც "საბურთალოში" თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. "ბიანკონერიმ" გიორგი, შესაძლოა, 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატოს. ფეხბურთელის გადაბირებით "ვალენსიაც" ინტერესდება, თუმცა ნებისმიერი გუნდისთვის მისი დამატება კარგი გარიგება იქნება" - წერს გამოცემა.

alt"ვალენსიაში" შეიძლება კიდევ ერთი ქართველი გადავიდეს

მკითხველის კომენტარები / 17 /
აი რას ნიშნაბს გზის გაკვალვა ! ხვიჩას და მამარდას შემხედვარე და ეხლა უკვე ლოჩოშვილისაც ევროპული გრანდები ეხლაც უკვე გამადიდებელი შუშით აკვირდებიან საქართველოს და ამ იანვრის ფანჯარაში დარწმუნებული ვარ 1-2 ქართველი წავა ტოპ ლიგაში !!
zura222
18:04 28-10-2022
0
კარგია. პიროვნება როგორია? თუ არის ისეთივე დადებითი როგორც კვარა, მამარდა? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გენაცვალეთ
21:35 27-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული