კაშიამ გაიტანა - "სლოვანმა" "პიუნიკს" თითქმის განწირული მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „პიუნიკი“ 2:1 დაამარცხა.

ქართველებმა კარგი მატჩი ჩაატარეს: გურამ კაშიამ, როდესაც მისი გუნდი ურთულეს სიტუაციაში იმყოფებოდა, ანგარიში გაათანაბრა, გიორგი ჩაკვეტაძე კი ძალიან აქტიური იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

„სლოვანი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ბევრს, თუმცა უხიფათოდ უტევდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 64-ე წუთზე ბრატისლაველთა მეკარე ჰოვანის შეცდომისა და წესების დარღვევის შემდეგ პენალტი დაინიშნა და კოჩუკმა სტუმრები დააწინაურა. „სლოვანმა“ მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელა, კაშიამ ანგარიში გაათანაბრა,
შემდეგ კი გოლკიპერის შეცდომის შედეგად რამირესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„სლოვანი“ H ჯგუფში 8 ქულით ლიდერია, 3 ნოემბერს, ბოლო ტურში, ვილნიუსში აუტსაიდერ „ჟალგირისს“ შეხვდება და პლეი-ოფში გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 15 783 მაყურებელი

სლოვანი - პიუნიკი 2:1
გოლები: 0:1 კოჩუკი (64, პენ), 1:1 კაშია (84), 2:1 რამირესი (86)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩაკვეს უკვე შესამჩნევად აქვს მომატებული. ამ თამაში თუ საუკეთესო არა ერთ ერთი საუკეთესო იყო. ყოჩაღ გიოს, მშვენივრად ითამაშა.
G.LA
16:16 28-10-2022
0
ჩაკვე ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება, უფრო კარგადაც კი, მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე: რა აკრძალული აქვს საჯარიმოში შესვლა?
ელიასი
13:38 28-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული