მატჩის დღე! კვარაცხელია და ანგისა ბრუნდებიან - "ნაპოლი" ტურს გახსნის

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დაისვენა და იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურისთვის ისე ემზადება. "კვარა" ფეხბურთით ცოცხლობს და ამ მოკლე დროში თამაში, დრიბლინგი და გატანა უკვე მონატრებული ექნება. "ნაპოლი" სერია "ა"-ს მორიგ უქმეებს გახსნის და "სტადიო მარადონაზე" ლიდერის რანგში დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, "სასუოლოს" დაუხვდება.

რა შეიძლება ვთქვათ ამ დაპირისპირებაზე? ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 30 აპრილს, ამავე არენაზე შეხვდნენ და ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოწინააღმდეგისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა (6:1). დღევანდელი შემადგენლობით გოლები ოსიმენის, ლოსანოსა და რაჰმანის ანგარიშზე იყო, თუმცა ერთი
წლით ადრინდელი ნეაპოლური შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

"სასუოლო" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და ე.წ. მეორე ეშელონის გუნდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უხერხულია. მაგალითად, მიმდინარე სეზონში ისინი "მილანმა" ვერ დაამარცხა (0:0).

ვინ ითამაშებს კვარაცხელიას წინააღმდეგ? - ეს ამბავი ქართველ გულშემატკივრებს გამსაკუთრებით აინტერესებთ. "სასუოლოს" მარჯვენა მცველი 28 წლის გერმანელი ჯერემი ტოლჯანია, რომელსაც გამოცდილება არ დაეწუნება. ალესიო დიონისის გუნდში, ზოგადად, საინტერესო ფეხბურთელები არიან. ერთ-ერთი ასეთი ახლა შეხვედრას გამოტოვებს - იტალიის ნაკრების ფორვარდი დომენიკო ბერარდი. ნეაპოლელებს კი ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვანი მოთამაშე, ზამბო ანგისა უბრუნდება.

შეხვედრას ანტონიო რაპუანო განსჯის, რომელიც ახლახან პსვ-"არსენალის" (2:0) მეოთხე მსაჯი იყო. მიმდინარე სეზონში "სასუოლოს" ორ შეხვედრას მოემსახურა, ერთ-ერთი უკვე ნახსენები, "მილანთან" დაპირისპირება იყო, სადაც 37 წლის არბიტრი ასევე სათადარიგო არბიტრად მოგვევლინა. ზოგადად, ის ბარათების გამოყენებას არ ერიდება.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 29 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს და "მილანს" 3 ქულით აღემატება. 15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

 

alt"მამარდა" "ბარსასთან", "კვარა" "სასუოლოსთან", ზურიკო "ბორდელეს" წინააღმდეგ - ქართველების შაბათი

 

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეხლა ჩაატარებენ ხვალ თამაშს და მერე სწრაფად აეროპორტში და ლივერპულისკენ ჰერიი ! ფაქტიურად 1 დღე რჩებათ დასასვენებლად და მერე ამ სეზონის ყველაზე ძნელ თამაშს ჩაატარებენ ! ასე გადაიწვებიან აბა რაა @ უეფა გასაგებია რომ ჩემპიონთა ლიგის კალენდარს არ შეცვლის მაგრამ იტალიის ფედერაცია რატომ არ ეხმარება თავის გუნდებს ? ხომ შეუძლიათ თამასები ისე ჩაატარონ რომ ევროთასებზე მოთამაშე გუნდებს 1 დღით მაინც გადმოუწიონ ან გადაუდონ თამაში @@
zura222
18:15 28-10-2022
16
კვარა გაიტანს ამ ტურში ასიანი!ანგისა რომ თამაშობს კვარას ბათუმში გონია თავი და უფრო თავისუფლად თამაშობს)))ეჰ...ერთი გონიოც იყიდოს ნაპოლიმ...)))
გიუშა
10:51 29-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული