ჩაკვეტაძის შოუ - საგოლე გადაცემა, გამოუყენებელი პენალტი და "სლოვანი" მერვედფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში „სლოვანმა“ ლიეტუვაში „ჟალგირისი“ 2:1 დაამარცხა, H ჯგუფში პირველ ადგილზეა და მერვედფინალში გავიდა.

სლოვაკური „პრავდა“ წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ შოუ დადგა და ეს მართლაც ასე იყო.

მატჩის წინ მომჯობინდა სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად სასტარტოში დააყენა. ბრატისლაველები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. მათ თამაშს უნარიანად წარმართავდა ჩაკვეტაძე და მისი დრიბლინგების შემდეგ ალეკსანდარ ჩავრიჩმა დუბლი შეასრულა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიში შეამცირეს. ხელოვნურსაფარიან და მოყინულ მოედანზე თამაში ჭირდა. „სლოვანი“
სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდიდან საუკეთესო აშკარად ჩაკვეტაძე გახლდათ, ხშირად ეუხეშებოდნენ, 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავადვე დაარტყა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაიტანა და ჩინებულად ჩატარებული შეხვედრა გოლით ვერ დააგვირგვინა. ის 90+3-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში „ბაზელმა“ ერევანში „პიუნიკს“ 2:1 სძლია და მეორე ადგილი დაიკავა.

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ჟალგირისი - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (15), 0:2 ჩავრიჩი (23), 1:2 კიერემე (47)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (89)

მკითხველის კომენტარები / 23 /
მათთვის, ვინც არ იცის, რატომ არ ჩაუთვალეს ჩაკვეს გოლი: შეხბურთელის მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულებისას ძელიდან ასხლეტილ ბურთზე იმავე ფეხბურთელის დარტყმა ითვლება ბურთთან ხელმეორედ შეხებად, რაც წესებით აკრძალულია სავსებით ლოგიკურად.

ჩაკვე მთელ თამაშში კარგი იყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის ამ ბოლო თვეებში, საჯარიმოში შესვლას ჯიუტად ერიდებოდა, რაც გაუგებარია. როცა შევიდა რაც მოხდა ყველამ ვიხილეთ.

კაშია და კანკავა კარგები იყვნენ, მაგრამ კანკავა, როგორც ყოველთვის, თამაშიდან უბარათოდ ცოცხალი თავით არ მიდის. ეტყობა შუქნიშნებზე აქვს გართულება ბავშვობიდან.
ელიასი
00:04 04-11-2022
4
უნიჭიერესი ბიჭია. ყველა პასი , მათ შორის რთულად შესასრულებელიც, ჩაკეტილი პოზიციიდან, ზუსტი და თავისუფალი სივრცის შესანიშნავი შეგრძნება - მოკლედ ცოტა თამამად რომ ითამაშოს დრიბლინგებისა და დარტყმების კუთხით , ცოტა ხანში კარგ გუნდში ვიხილავთ დარწმუნებული ვარ.
არტ
00:53 04-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული