ვაისი: ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩაკვეტაძეს პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში "სლოვანმა" ვილნიუსში "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ჯგუფში გამარჯვებით გახარებული ვართ. ამის, ჩვენ გარდა, არავის არ სჯეროდა. მესამე შეხვედრიდან კარგად ვითამაშეთ და გავლიდერდით, რაც შესანიშნავია. როგორც მწვრთნელი და ადამიანი, ამას ნორმალურად აღვიქვამ. რთული პერიოდი გადავიტანეთ და დღეს ბედნიერნი ვართ. ძალიან დავიღალე და ამავე დროს, გავიხარე.

თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი გვქონდა და მეტოქისთვის საქმე ადრე უნდა მოგვეთავებინა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ
მომენტში პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა.

ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც ჩემს წარმატებადაც ვთვლი - გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. გამარჯვებას მთელ სლოვაკეთს ვუძღვნით. გაზაფხულზე ბრატისლავაში ისევ ვიხილავთ ევროპულ ფეხბურთს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვაიმა ძალიან კარგი საქმე გაუკეთა ქართულ ფეხბურთს რომ ჩაკვე ფორმაში დააბრუნა, ბელგიაში რომ დარჩენილიყო ისევ სათადარიგოში იქნებოდა უპერსპექტივოდ, ამიტომ მადლობა ვაისს
მიხო
10:42 04-11-2022
1
ხალხო ამ ვაისს რა შეუკიკინეთ, ეგ რო არა სად იქნებოდა ჩაკვე კაცმა არ იცის, დააყენა ფეხზე, ენდო ათასი რჩევა მისცა დაარიგა შვილივით, დაამოტივირა და ეხლაც თქვა რო სხვანაირად ჯობდა დარტყმა, გადამწყვეტ მომენტში ასე დარტყმა კი კაია თუ გაიტან, მარა მეტი რისკებია. ზიდნასაც რო ვერ გაეტანა ფინალში მაგრდა დაესხმებოდა... ასე რომ ასეთი შენიშვნები ნორმალურია, არავინ აკნინებს ჩაკვეს ფრენას მოედანზე... რელაქს სასტავ
რა მაფიაა?
10:01 04-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული