საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ბორდო“ გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ნიმთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც 29 ოქტომბერს თასზე გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, სასტარტოში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
„ბორდო“ 27 ქულით პირველ ადგილზეა და 12 ნოემბერს „პოს“ უმასპინძლებს. თუ დღეს „ჰავრმა“ გაიმარჯვა, გალიდერდება.
ნიმი. „სტად დე კოსტერე“
ნიმი - ბორდო 1:0
გოლი: ნ’გესანი (6)
მართლა ძაან პერსპექტიულია და ახლა ჭირდება გარემო სადაც გაიხსნება რეალურად