სპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.

"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".

კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
თუმცა იმედი გვქონდა, რომ აღდგენას უფრო მალე მოახერხებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო, თანაც უვარჯიშებლის მოედანზე შეშვება სხვა ფეხბურთელებისთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა.

გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
იტალიელი ჟურნალისტებიც ძალიან ბევრ შეკითხვას სვამენ კვარაზე და იტალიურ გვერდებზეც სულ კვარაზე წერია. კომენტარებსაც რომ გადავხედავ იქაც სულ კვარაზე წერენ. ყველაფერს ქართველებს ნუ აბრალებთ, რეალურად არც იცით ქართველმა დაუსვა კვარაზე ეგ შეკითხვა თუ არა :))
ვინემ თუ უყურეთ ლაივ პრესკონფერენციას დადეთ რეალური ფაქტი.
!!
06 ნოემბერი 2022 08:58
1
ამ ჟუუურნალისტების 90% ყველა ოროსანია, ყველანაირი გაგებით: განათლებით, წერით, ლაპარაკით, ვითომ ,,სვეტსკები”, ბარბარიზმი უმაღლეს დონეზე. გუშინ ელმაზმა მშვენივრად ითამაშა. ეს ჟურნსლისტები იმდენს მიაღწევთ, აქაურებიც და ის ქალიც ხვიჩა დაკარგავს ძირითადში ადგილს. გუნდი მშვენივრად თამაშობს, საუცხოო შუა ხაზი, ოსიმენი ბრწყინვალეა, ლოსანო, რასპადორი, პოლიტანო, ყველა გულიანად თამაშობს. დი ლორენც გუნდის სუფთა ლიდერია. კორეელი ჟურნალისტები ან პოლონელი, სლოვაკი არ არსებობენ? ხოდა გაიტანეთ გრენლანდია. თხოვეთ იმ ქალს იყოს ჩუმად. ჩუუუმაააად!!!!.
124
06 ნოემბერი 2022 08:32
5
პირველ წრეში ნაპოლის ძალიან ცუდი კალენდარი აქვს, ყველა ლიდერს გასვლაზე ხვდება:ჯერ ფიორემტინა, მერე,ლაციო,მილანი, რომა,ატალანტა. Შემდეგ ინტერი და ბოლოს იუვეს ხვდება სახლში.წესით მეორე წრეში უფრო არ უნდა გაუჭირდეს.
kaxa
06 ნოემბერი 2022 07:56
0
ხვიჩას გარეშე ნაპოლი კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ყავს, რომელიც იტალიაში წარმატებებს მეტ-ნაკლებად აღწევდა და მიაღწევს, და კონფერენც ლიგაზეც თავისუფლად გაქაჩავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვა დონეა. იქ რომ წარმატებას მიაღწიო, სულ მცირე, გამორჩეულ ფეხბურთს უნდა თამაშობდე და გამორჩეული ვარსკვლავები უნდა გყავდეს. დიდი წარმატება ვარსკვლავის გარეშე არ მოდის. ამ კუთხით ნაპოლი და ხვიჩა ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთს. გარდა ამისა, ხიჩამ ვარსკვლავური ხიბლი შესძინა ნაპოლის თამაშს, ის რაც გულშემატკივარს მოსწონს ფეხბურთში. ხვიჩას გარეშე ნაპოლი არის ის, რაც ესპანეთში ბარსელონა - მესის გარეშე.
თუმცა დავანებოთ იმაზე მსჯელობას თავი, ვინ მეტია, ნაპოლი თუ ხვიჩა. კოლექტივის და ცალკეული პიროვნების როლის რეალური შეფასება მუდმივი პრობლემაა სამყაროსათვის და ჩვენ აქ ამას ვერ გადავწყვიტავთ. ჩვენთვის და ქართული კლუბებისათვის უფრო მნიშვნელოვანი და ჭკუის სასწავლებელი ის შედეგია, რასაც სპალეტიმ და ნაპოლიმ მონდომებით და მიზანდასახული მუშაობით მიაღწია და რაც ჩვენც, ქართულ კლუბებს შეგვიძლია.
1) კარგი ფიზიკური მომზადება, და არა ისეთი, ქართულ კლუბებს, რომ აქვთ, თამაშის მსვლელობის დროს სულს ძლივს ითქვამენ და მეორე ტაიმში ფეხზე ძლივს დგანან. ამაში გვჯობნიან ყაზახური, აზერბაიჯანული კლუბები, პიუნიკის და ჟალგირისის ჩათვლით. ვარჯიშებზე უნდა გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვების დონე, თორემ ევროპაზე არაფერი გვესაქმება.
2) უბურთოდ მოძრაობა, თავისუფალი პოზიციების ძებნა და დროული მანევრი - ნაპოლისნაირი გუნდების წარმატების ფორმულა, მაგრამ ამ ელემენტარულ ტაქტიკურ აზროვნებას თანამედროვე ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები ჯიუტად არ ცნობენ.
3) დროული პასის დეფიციტი. ეს ჩვენი წყევლაა და ამას გვირჩევნია ბურთის დაკარგვამდე უაზროდ თრევა.
4) პრეისტორიული სტადიონები, თავისი ჩამონგრეული დიზაინით და ყანა მინდვრებით - თითოეულ დეპუტატ-ბიზნესმენს უფრო მეტი აქვს ბიუჯეტიდან მოპარული, ვიდრე ამ სტადიონების გარემონტება ჯდება.
წასაკითხად უსიამოვნო პოსტია, მაგრამ სამწუხაროდ, მცირე გამონაკლისის გარდა, ეს ჩვენი რეალობაა. სარგებელს ამის გამოსწორება უფრო მოგვიტანს, ვიდრე უადგილო სადღეგრძელოები და დითირამბები.
თენგაბი
06 ნოემბერი 2022 07:04
2
მიწერეთ იმ ქალს, იქნება გაჩერდეს... მოგვჭრა თავი... ნინა მამუკაძე... ასეა ფეისბუქში.
ქუთაისი
06 ნოემბერი 2022 05:14
5
აუუ მართლა ვინმემ გააჩუმოს ის ქალი რაა სანამ მართლა არ ამოასხა სპალეტისაც და სხვენსაც @@ ვინაა საერთოდს როგორ მოხვდა იქ და რა უნდა ?? ადრე ვიღაცამ თქვა რომ ნაცი იქნება და სპეციალურად დაავალეს რომ ხვიჩას წინააღმდეგ განაწყოს გუნდიო და მაშინ კი გამეცინა მაგრმ ეხლა უკვე მეც ეჭვი მეპარება რაღაცეებზე @@@
zura222
06 ნოემბერი 2022 04:14
29
100%
ალეკსანდრე
06 ნოემბერი 2022 10:51
5
არა ძმა , ამბობენ ქოციაო და უბრალოდ ქოცებისათვის დამახასიათებელი მაღალი ინტელექტის დემონსტრირებას ახდენსო)))))
არტ
06 ნოემბერი 2022 10:50
9
ყველა გამოხმაურება
ძალიან მიყვარს ხვიჩა მაგრამ რადგან არ ითამაშა დღეს ხვიჩამ...მიმოხილვა არ უნდა დადოთ?
გიორგი კაჭკაჭიშვილი
06 ნოემბერი 2022 03:35
1
მიმოხილვა დადეს უკვე ამ სტატიამდე
zura222
06 ნოემბერი 2022 04:15
0
მესმის მე ამ კაცის.გასაგებია ჩვენ რო ხვიჩა და მის გარშემო რაც ხდევაა რომ გვაინტერესებს, მნ აგრამ აბა ერთი წუთით დადექით მის ადგილას,მისთვის ყველა ფეხბურთელი ერთი და იგივეა(ნუ გულში შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს და ყავდეს თავისი ფავორიტები)და ეგრეც უნდა იყოს,არ უნდა ასხვავებდეს არავის და ეგრეც არის.ამტომაცაა შედეგი რომ ააქვს,ფეხბურთელების მიმართ სწორი მიდგომით.(უვარჯიშებელს ვერ შეუშვებდიო და იყო დრო ჩვენს ნაკრებში თვეობით უთამაშებელს იძახებდნენ)ასე რომ იმ ჟურნალისტს ვინმემ ხმა მიაწვდინეთ,არ უნდა ყოველ წუთსა და ჯერზე ხვიჩაზე კითხვის დასმა.
კახა ქ.
06 ნოემბერი 2022 03:26
2
,ლისევ ის ქართველი ქალი შევარდა ალბათ პრესკომფერენციაზე. წინაზე სამი კითხვისან სამივე ხვიჩაზე ეტაკა. არადა მანამდე ორჯერ უპასუხა სპალეტიმ .
Semi
06 ნოემბერი 2022 03:00
4
აქედან ვიბმემ უნდა მიაწვდინოს ხმა იმ ქალს რომ შეეშვას მეტიჩრობას და ნუ უწყალებს გულს სპალეტის და სხვებს წამდაუწუმ ხვიჩაზე კითხვებით @
zura222
06 ნოემბერი 2022 04:17
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული