სპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.

"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".

კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
თუმცა იმედი გვქონდა, რომ აღდგენას უფრო მალე მოახერხებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო, თანაც უვარჯიშებლის მოედანზე შეშვება სხვა ფეხბურთელებისთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა.

გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
აუუ მართლა ვინმემ გააჩუმოს ის ქალი რაა სანამ მართლა არ ამოასხა სპალეტისაც და სხვენსაც @@ ვინაა საერთოდს როგორ მოხვდა იქ და რა უნდა ?? ადრე ვიღაცამ თქვა რომ ნაცი იქნება და სპეციალურად დაავალეს რომ ხვიჩას წინააღმდეგ განაწყოს გუნდიო და მაშინ კი გამეცინა მაგრმ ეხლა უკვე მეც ეჭვი მეპარება რაღაცეებზე @@@
zura222
06 ნოემბერი 2022 04:14
29
არა ძმა , ამბობენ ქოციაო და უბრალოდ ქოცებისათვის დამახასიათებელი მაღალი ინტელექტის დემონსტრირებას ახდენსო)))))
არტ
06 ნოემბერი 2022 10:50
9
100%
ალეკსანდრე
06 ნოემბერი 2022 10:51
5
ყველა გამოხმაურება
,ლისევ ის ქართველი ქალი შევარდა ალბათ პრესკომფერენციაზე. წინაზე სამი კითხვისან სამივე ხვიჩაზე ეტაკა. არადა მანამდე ორჯერ უპასუხა სპალეტიმ .
Semi
06 ნოემბერი 2022 03:00
4
აქედან ვიბმემ უნდა მიაწვდინოს ხმა იმ ქალს რომ შეეშვას მეტიჩრობას და ნუ უწყალებს გულს სპალეტის და სხვებს წამდაუწუმ ხვიჩაზე კითხვებით @
zura222
06 ნოემბერი 2022 04:17
3
მესმის მე ამ კაცის.გასაგებია ჩვენ რო ხვიჩა და მის გარშემო რაც ხდევაა რომ გვაინტერესებს, მნ აგრამ აბა ერთი წუთით დადექით მის ადგილას,მისთვის ყველა ფეხბურთელი ერთი და იგივეა(ნუ გულში შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს და ყავდეს თავისი ფავორიტები)და ეგრეც უნდა იყოს,არ უნდა ასხვავებდეს არავის და ეგრეც არის.ამტომაცაა შედეგი რომ ააქვს,ფეხბურთელების მიმართ სწორი მიდგომით.(უვარჯიშებელს ვერ შეუშვებდიო და იყო დრო ჩვენს ნაკრებში თვეობით უთამაშებელს იძახებდნენ)ასე რომ იმ ჟურნალისტს ვინმემ ხმა მიაწვდინეთ,არ უნდა ყოველ წუთსა და ჯერზე ხვიჩაზე კითხვის დასმა.
კახა ქ.
06 ნოემბერი 2022 03:26
2
ძალიან მიყვარს ხვიჩა მაგრამ რადგან არ ითამაშა დღეს ხვიჩამ...მიმოხილვა არ უნდა დადოთ?
გიორგი კაჭკაჭიშვილი
06 ნოემბერი 2022 03:35
1
მიმოხილვა დადეს უკვე ამ სტატიამდე
zura222
06 ნოემბერი 2022 04:15
0
ხვიჩათი რომ ტრაბახობენ ქოცები,თითქოს რამე კარგი გაუკეთებიათ მისთვის ნიჭიერ პატარა ახალგაზრდას ვერ გაუფრთხილდენ იმიტომ რომ მათ ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ ,გააქციეს რუსეთში სადაც ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.ახლა კი ფედერაცია,კალაძე და სხვა მატყუარები იბრალებენ ვითომ მაგათი დამსახურება იყოს ხვიჩას წარმატებაში.საქართველოდან ახალგაზდობა რომ გარბის მათ შორის პერსპექტიული ფეხბურთელებიც ვისი დანაშაულია.
მხოლოდ სინამდვილე და ფაქტები
06 ნოემბერი 2022 16:15
53
აბა რაა ნაცებმა გაზარდეს ხო შე ..ეოო
zura222
06 ნოემბერი 2022 20:29
15
ნეტა, თუ იცი რეებს ბოდიალობ?
მხოლოდ სინამდვილე და ფაქტები-ს.
06 ნოემბერი 2022 19:44
8
მოაბეზრა თავი სპალეტის ამ გაუთავებელი კვარაცხელია, კვარაცხელიათი. პასუხიც სწორი გასცა, ჩემთვის ყველა ერთიაო.
ბადრი
06 ნოემბერი 2022 12:09
2
არ გყავთ არავინ კომპეტენტური ეს ქალი რომ შეცვალოს, მაგარი მომაბეზრებელია მისი ეს ერთი და იგივე პრიმიტიული შეკითხვების დასმა
მიხო
06 ნოემბერი 2022 11:01
4
ეგ ქართველი ჟურნალისტი, რომ აბეზრებს თავის, ამ კვარაზე კითხვებით გავიგე, მარა ეს სპალეტიც რატი ღიზიანდება ასე ცოტა უცნაურია.
გოგი
06 ნოემბერი 2022 14:27
5
ეგ უინტელექტო ჟურნალისტი და ვინც მაგას ეუბნება ყოჩაღო და აქეზებს ის კიდევ უარესი
ბს
06 ნოემბერი 2022 20:08
2
ბევრი ჰო,ჰოს ძახილი,ხარს გააგიჟებსო.ერთხელ უპასუხა შეკითხვაზე,მეორედ,მესამეზე უპასუხა,მაგრამ აუხსნა,რომ ასეთი შეკითხვა,არაკორექტულია თანაგუნდელების მიმართ.ეს კი,თავისას აგრძელებს და სპალეტის ადგილზე,სხვა უკვე ვირზე შესვავდა,ამ ჟურნალისტს.ეტყობა არც ფეხბურთისა არაფერი გაეგება და არც ტაქტისა და ზრდილობისა.ვერ ხვდება,რომ ხვიჩასაც ვნებს და გუნდსაც.დროზეა საჭირო,მისი იქიდან გამოხმობა.
სოსო
06 ნოემბერი 2022 18:14
2
უკვე ნამეტანი მოგვდის ამ ქართველებს, არავინ დავობს რომ ხვიჩა დიდი ტალანტია, სზვანაირად ვერ მოხვდებოდა ნაპოლიში. მაგრამ ჯერ მსოფლიო ფეხბურთში არ დაუმტკიცებია არაფერი. ხვიჩასნაირები და მომავალი მარადონები ათასობით გამოჩენილან და მერე უკვალოდ გამქრალან ფეხბურთიდან. ასე რომ დაფიქრდით რას ამბობთ, ვაცალოთ ამ ბიჭს თამაში. სპალეტისაც ბევრად ნიჭიერ ფეხბურთელებთან უმუშავია, სალაჰი აქცია ფეხბურთელად, მაგრამ რამდენი ნიჭი უკვალოდ ჩაიფერფლა იცით?
Semi
06 ნოემბერი 2022 09:45
8
ომი გინდათ რუსეთთან? ვერ ეღირსებით. ))))
პუტინ-სუბარ-ოღლი
06 ნოემბერი 2022 15:12
22
მამაცო! შენ გინდა ხო? ომი რო დაიწყოს კურდღელივით ჯირკვებში არა?
პუტინ-სუბარ-ოღლის
06 ნოემბერი 2022 19:51
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული