კვარაცხელიას აგენტი ეწვია - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ემპოლისთან" მოგებული მატჩის (2:0) წინ "ნაპოლის" ტრავმირებული ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა ნეაპოლში მოინახულა. Il Mattino იტყობინება, რომ ვიზიტი მოულოდნელი იყო და ქართველი შაბათს "უდინეზესთან" თამაშს იმედოვნებს.

ხვიჩა "ემპოლისთან" დაპირისპირებას მეგობრებთან ერთად დაესწრო. შეხვედრის დაწყებამდე სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ კვარაცხელია ტრიბუნაზე იმყოფებოდა და მას გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. Napolipiu აღნიშნავს, რომ ხვიჩა თანაგუნდელების გამარჯვებამ ძალიან გაახარა.

Sportall.Ge

ნამატჩევს "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიეს, ლიდერობა კარგია, მაგრამ წინ დიდი გზა აქვთ გასავლელი, კომპლიმენტებით კმაყოფილია, მსოფლიო ჩემპიონატი კი
მის ფეხბურთელებზე უარყოფითად არ იმოქმედებს, რამეთუ ყველა კლუბი ერთნაირ მდგომარეობაში იქნება, სჯერათ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნისაკენ სვლას გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არაფერი ამ კაცს არ დაუშავებია ერთი შეხედვით, ხვიჩასთანაც ყველაფერი კარგად გამოვიდა, მაგრამ ეს კაცი მაინც არ მომწონს, ზოგადად საფეხბურთო აგენტი რომაა მაგიტომ კი არა, უბრალოდ ეს უბედური ომი, რომ არ ყოფილიყო ალბათ ხვიჩა ისევ რუბინში იქნებოდა ეს კიდე იტყოდა ამ ეტაპზე ხვიჩასთვის ესეა საჭიროო.
პ.ს. "სუგუბა" ჩემი პირადი აზრია:)))
ზურა
10:34 09-11-2022
14
80-იანი წლების გრუზინი ცეხავიკის ვიდზეა, ჟანრის კლასიკა, რუსულად როცა ბაზრობს, ხომ საერთოდ…
Domenti
11:44 09-11-2022
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული