"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

2007 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის თქმით, ცუდია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

"ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო. სამწუხაროა, რომ ის და ჰოლანი მუნდიალს გამოტოვებენ, მოედანზე სხვაობას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან, რადგან იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ" - განაცხადა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელ კატარის ნაკრებისა და ეკვადორის თამაშით გაიხსნება.

alt"ნაპოლი" ხვიჩასა და

ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში

 

alt"ნიკოს ოჯახს" - ხვიჩამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს საკუთარი მაისური გამოუგზავნა

altკვარაცხელიას აგენტი ეწვია - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა




მკითხველის კომენტარები / 13 /
საოცარი ბრაზილიელი კაცები
ლიზა
10 ნოემბერი 2022 00:18
1
ჩემო ჯიგარო კაცო კაკა, არ ინერვიულო შენ ცოცხალი იყავი და 2026- ში ნახავ ხვიჩას მსოფლიოზე და არა მარტო ხვიჩას, მასთან ერთად დარწმუნებული ვარ ზუკა, ჩაკვეტაძის და კიდევ ერთ ტალანტს რომელსაც ჩვენ ქართველებიც არ ვიცნობთ ჯერ, მარა 2026-ში ხვიჩასთან ერთად იქნება
Baduri
09 ნოემბერი 2022 21:59
1
ბარემ დაგეწერა ბრაზილიას შევხდებით ფინალში გაუსწორდებოდა კაკასაც
ნიკა
11 ნოემბერი 2022 09:23
0
მოქმედი ფეხბურთელისგან და ისიც კაკასგან ასეთიდახასიათება ბევრის მეტყველია, ეს ვახუშტი სანაიასგან მიცემული დახასიათება არ გეგონოთ.
ჟორა
09 ნოემბერი 2022 17:53
5
როგორ მიყვარს კაკა!
ნინი
09 ნოემბერი 2022 17:05
0
ის ეპიზოდი არ დამავიწყდება, ქალმა მსაჯმა რომ შეაჩერა, მას გაუკვირდა – რამე ხომ არ დავაშავეო და თავიდან ეგონა სიტყვიერ გაფრთხილებას აპირებსო, მაგრამ მსაჯმა გულის ჯიბისკენ წაიღო ხელი და ცვირსახოცი ამოიღო... შემდეგ სელფსაც გამოჰკრა ხელი.
ნინის
09 ნოემბერი 2022 21:02
2
ვგიჟდები კაკაზე,საოცარი ფეხბურთელი იყო!!!
ლიზა
09 ნოემბერი 2022 15:40
0
გთხოვთ მოეშვათ კომენტარებს რომ აქ ვინმეს რამის გამოთქმას უნდა მოვერიდოთ იმიტომ რომ თურმე ხვიჩა ისე ვერ გაიგებს რომ წაიკითხოს. აგერ კაკა, გუშინ კასანო, მის წინ ნიუ იორკ თაიმს, უფრო ადრე დეილი მირორი, სხვა და სხვა სახელოვანი ექსპერტები, მედიები წერენ და ლაპარეაკობენ ხვიჩაზე. აქ კი ვკითხულობ რომ მე თურმე ზედმეტს ვწერ როცა ვიძახი ჩემთვის ხვიჩას გარშემო ტრიალებს სამყარომეთქი. მე ვარ ფანი, ეს კი ცოტათი შეშლი და შეყავრებულ ადამიანს ნიშნავს და არც ექსპერტი ვარ არც ფეხბურთში მეთქმის რამე მსოლფიო მასშტაბით. ჩემთვის ბავშვობიდან დათოს გარშემო ბრუნადაა ფეხბურთის სამყარო და ახლა ნატვრა ამისრულდა დაიბადა ისეთი ვის გარშემოც ისევ დაიწყო ბრუნვა სამყარომ და ეს ბიჭი ხვიჩაა. მე უსაზღროდ ვარ შეყვარებული და დიდი იმედებიც მაქვს ხვიჩაზე, დარწმუნებული ვარ ყველას გაგვიმართლებს იმედებს. გთხოვთ ნუღარ მომიწოდებთ ნურც მე და ნურც სხას დავწერო მასზე ის რასაც მე ვფიქრობ. გთხოვთ ნუ ხართ შიშებში ეს ბიჭი გაცილებით ჭკვიანიც არის ვიდრე თქვენ გგონათ 21 წლის ბიჭის კვალობაზე და ის ყველაფერს აღიქვამს სწორედ. სწორედ რომ ვერ აღიქვამდეს აქმდე ვერც მოვიდოდა. მადლობა და პატივისცემა ყველა თქვენთაგანის მიმართ.
G.LA
09 ნოემბერი 2022 14:53
3
ოკაი ;-)
ბს
09 ნოემბერი 2022 18:23
0
100-ნი ხარ
თენგაბი
09 ნოემბერი 2022 17:57
0
ჩემი ბავშვობის კუმირი❤️❤️✨
ანი
09 ნოემბერი 2022 14:42
1
ცუდია რომ იტალიაშიც არ თამაშობს და საერთოდ, შესაძლოა მაროკოსთანაც ვერ ითამაშოს...
Lasha
09 ნოემბერი 2022 14:33
1
როცა ამ დონის ფეხბურთელი ხვიჩას ასე ახასიათებს, ბევრზე მეტყველებს.
თომა
09 ნოემბერი 2022 14:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული