მამარდაშვილის "მშრალი მატჩი" და "ვალენსიას" ნანატრი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-14 ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „ბეტისი“ 3:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში კარი მშრალად მესამედ შეინახა - 14 მატჩში 15 გოლი გაუშვა.

მასპინძლებმა გასაკვირად აქტიურად ითამაშეს. პირველ ტაიმში კარგი მომენტი კასტილეხომ ვერ გამოიყენა, მუსას დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. მამარდაშვილი დამაჯერებლად ირჯებოდა და ლუის ენრიკესა და კრუსს არ დაანება გატანა. 61-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ედგარ გონსალესმა ლინო წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან კი ულამაზესი გოლი
ალმეიდამ გაიტანა. მე-80 წუთზე კლუივერტის მოპოვებული პენალტის შემდეგ რუი სილვას კარი გილიამონმა დალაშქრა. ბოლოს სევილიელები კლუივერტმაც დაამწუხრა და "ვალენსიამ" გაიმარჯვა.

„ვალენსია“ 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 31 დეკემბერს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 39 876 მაყურებელი

ვალენსია - ბეტისი 3:0
გოლები: 1:0 ალმეიდა (63), 2:0 გილიამონი (81), 3:0 კლუივერტი (90+3)
გაძევება: ედგარ გონსალესი (61)

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე,გიორგი!მადლობა,რომ ხშირად გვახარებ შენი ბრწყინვალე თამაშით!
მერაბი
12:11 11-11-2022
1
მიდი მამარდ!!!! მაგარი ხარ!!. გული არ გაიტეხო. რომ შენი გუშინდელი მაგარი თამაშის მიმართ ინტერესი არ არის არც აქ, სპორტულ საიტზე და არც სოც ქსელებში ყოფილა ისტერიული აჟიოტაჟი კუხნის ყვერლაფრის მცოდნე ექსპერტების მიერ, რომლებიც ყველაზე და ყველაფერზე აკომენტებენ, მათ შორის ფეხბურთზე, თუ რა თქმა უნდა საქმე კვარას ეხება,მნიშვნელობა არ აქვს როგორ ითამაშა.... მიდის გაუთავებელი ქება-დიდება და სადღეგრძელოები ქართულ ჯიგრულ სტილში, ვითომდა ამ ერთი კარგი ფეხბურთელით დაიწყო ქართული ფეხბურთი და ვასწრებთ რომ ამით არ დამთავრდეს.
ამირანი
10:54 11-11-2022
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული