გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "სლოვანის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.

"რუზომბეროკთან" საშინაო მატჩის 50-ე წუთზე ჩაკვეტაძე საჯარიმოში შეიჭრა, მეკარე ივან კრაიჩირიკი შეეჯახა, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, შეცვალეს და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულად დაშავდა.

გიორგი მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და იმედია, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. იმ ეპიზოდში პენალტი დაინიშნა, ვაისის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მან ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, "სლოვანმა" კი "დუნაისკა სტრედას" 3 ქულით გაასწრო და
ლიდერობა დაიბრუნა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ნუ გეშინია გიო, არაფერი არ იქნება სერიოზული, შენ ცუდი ყველაფერი უკანა გაქვს მოტოვებული.
ბმბ
23:48 13-11-2022
2
უფლის მადლით იმედია სერიოზული არაფერი იქნება.ყველას ვგულშენატკივრობ ჩვენებს მაგრამ ჩაკვეს განსაკუთრებით
ზზზზ
01:16 14-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული