7 მილიონ ევროზე მეტი ხელფასი კვარაცხელიას - ლონდონელებს ხვიჩას ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვთ?

AutoSharing Option
chelseanews.ru ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ "ჩელსის" ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვს.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მას ხელფას გაუორმაგებს, რის შემდეგაც დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ზემოთ აღნიშნული წყარო კი წერს, რომ ეს თანხა პრემიერლიგის კლუბებისთვის და მით უმეტეს, "ჩელსისთვის", სასაცილო იქნება.

chelseanews.ru-ს ცნობით, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "არისტოკრატები" ჩვენებურს სეზონში 7 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს.

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს კვარაცხელია რაფაელ ლეაოს ალტერნატივად ჰყავთ შეგულებული, რომლის ტრანსფერიც უფრო ძვირად ფასობს და ხელფასსაც
დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 44 /
ლივერპული, მანჩესტერის გუნდები და არსენალი კიდე ჰო, მაგრამ ჩელსი? ვფიქრობ შეცდომა იქნება და ამისთვის ვარსკვლავების კონკრეტული მაგალითებიც არსებობს
დინამოელი
15 ნოემბერი 2022 19:17
3
პრემიერლიგაში გადასვლა საერთოდ შეცდომაა!
დინამოელს
15 ნოემბერი 2022 20:43
2
აქ ისეთი კომენტარები იდება,მგონია წილში უჯდებიან ხვიჩას ხელფასში! მე პირადად რუსეთში ვმუშაობდი საკუთარი ბიზნესი მქონდა და იმდენი თანხა გამომდიოდა,რომ აქ იმის მეასედიც არ მაქვს. ეხლა იქ უნდა დავრჩენილიყავი? ვერ იგებს ეს ხალხი, რომ კარგი იქაა სადაც კარგად გრძნობ თავს და არა იქ სადაც გიხდიან ბევრს. ელემენტარული ჭეშმარიტებაა. ხვიჩას შემთხვევაში ნაპოლი არის არა კარგი,არამედ
იდეალური ვარიანტი. სადაც ამდენ ხალხს უყვარხარ, პატივს გცეემს ყველა ასაკის ადამიანი. არც რეალში, არც ინგლისში ეს არ იქნება მილიონი % ვარ დარწმუნებული. რეალი ხომ საერთოდ..... ერთი მაგალითი ახლანდელი: კაცმა ყველაფერი მოიგო ( ანჩელოტის ვგულისხმობ) რისი მოგებაც შეიძლებოდა და დღეს მის შემცვლელს ეძებენ, ასე იყო ზიდანის შემთვევაში. ფეხბურთელებზე ხომ კიდევ უარესი რონალდო არ დააფასეს, რამოსი, რაული და ა.შ. იტალიაში არაა ასე.მარადონას მაგალითი რომ ავიღოთ მისი სახელობის სტადიონი, ძეგლი, მისი სახელობის ქუჩა და ა.შ. რეალის ხელმძღვანელობა ამით აჩვენებს იმას რომ თავად არიან რაც არიან და ფეხბურთელები მეორეხარისხოვნები .
დავით 67
15 ნოემბერი 2022 20:53
3
ღმერთმა ატასჯერ მეტი მისცეს, მაგრამ ნორმალურია ეხლა ეეს?
ხვიჩაზე არ ვამბობ, საერთოდ ფეხბურთზე ვსაუბრობ..
ვერ ვიგებ, ან რა დამსახურებისთვის უნდა ქონდეს ფეხბურთელს თვეში 30 მილიონი ხელფასი და ექიმს 700 ლარი? ზოგჯერ ისიც არა... სამართლიანია ეეს?
მე რომ მმიხდიდნენ ამდენს, მაინც გამიჩნდებოდა რაღაც პროტესტის გრძნობა, ხომ მივხვდებოდი, რომ სადღაც ჯანდაბაში მოვხვდი თან ისინი ათჯერ მეტს შოულობენ ვიდრე ფეხბურტელი როგორც კი შანსი მიეცემათ ისინიც სამართლიანობაზე იწყებენ ლაპარაკს.. მთელი მსოფლიო სიაფანდიაკ, გააფერისტდა და ეს უკვე ბიზნესის პიკად ითვლება, ჰმ, ხმმ! ხტფუი ბლინ!
კ ო მ ბ ლ ე
15 ნოემბერი 2022 23:50
1
გააგრძელე შენ კომბლების თლა ჯობია.
სოფო
16 ნოემბერი 2022 09:18
7
ნორმალურია, კარგ კლინიკებᲨი ექიმებსაც ბევრი აქვᲗ. ფეხბურᲗელებს კიდევ ხელფას ჰაერიდან არ Ჩუქნიან. დიდი Შემოსავალი აქვᲗ კლუბებს.Შესაბამისად , პირობიᲗად კლუბის პრეზიდენტმა - ტელევიზიიᲗ, რეკლამებიᲗ , ᲨედეგებიᲗ მილიარდები იᲨოვოს და ფეხბურᲗელებმა აᲗას ლარზე იᲗამაᲨონ? მონაᲗმფლობელობაა?
David.
16 ნოემბერი 2022 03:54
3
სწორედ იმაშია ლიბერალური მსოფლიოს სიძლიერე რომ არსებობს კონკურენცია და ყოველთვის იმას მიიღებ რასაც დაიმსახურებ.ასე რომ ნუ ნერვიულობთ ჯერ 3 თვეა რაც ევროპაში თამაშობს.
ამაშია საქმე
15 ნოემბერი 2022 15:01
20
ლიბერალების სიძლიერე არ გაიშვას:) ფული აქვთ და წაჭერილები ყავთ არა მისნაირად მოაზროვნე ერები. არ მოიქცევი ისე როგორც ,,გირჩევენ". მერე წავა წიოკი...:) ეგენი არიან ცივილიზაციის მტრები.
ჯიმა
15 ნოემბერი 2022 15:34
12
ლიბერალიზმი რა შუაშია ტო?
დავით2101
15 ნოემბერი 2022 17:54
1
ვაახ მიდი და გაუწიე ახლა ამ მონსტრებს კონკურენცია.
rrr
15 ნოემბერი 2022 14:42
1
ამ ბიჭმა შეძლო და გაგვაერთიანა. გთავაზობთ ერთ იდეას:რა ფორმით იქნება ეს თქვენ გადაწყვითეთ. მოვითხოვოთ, რომ ჩვენი სპორტსმენები არ ჩაითვალონ არაევროპელებად! ბევრი ტალანტი გვყავს, მაგრამ ვერ ახერხებენ ევროპაში წასვლას, ამიტომ მიდიან რუსეთში და კარგავენ ძვირფას დროს, ან საერთოდ იკარგებიან.(მაგალითები თვალწინ გვაქს, წარსულშიც და ახლაც). თუ მოვითხოვთ კარგად, თუ მთავრობაც გვერდში დაგვიდგება, საწადელს მივაღწევთ! თუ არ მოგეწონათ ჩემი ნათქვამი, ნუ გამკიცხავთ, საკმაოდ მოხუცი ვარ...
კახელი პაპა
16 ნოემბერი 2022 11:08
2
Ხვიჩას მეტი ეკუთვნის ნაპოლისგან ვიდრე გაორმაგებული ხელფასი

Გივი
16 ნოემბერი 2022 11:52
0
კი მართალია.ფასები ძაან გაიწელა. უამრავ მილიონებზეა საუბარი ზოგადად ფეხბურთში. წაგებაზე არავინ წავა. უღირთ და ეს თანხა ანაზღაურებადია და დიდი მოგების მომტანი. ანუ თუ იხდიან მოგებასაც ნახულობენ.
გიორგი
16 ნოემბერი 2022 09:37
0
რა ვქნათ, ქართველბშიც გვყავს ბნელები, ვითომ ანტილიბერალები, ვითომ პატრიოტები და უცნაური კომენტარები იდება, მაგრამ სასიხარულოა. რომ გვყავს დღეს ხვიჩა, ნაპოლის თამაშებს და მის გამოჩენას რომ გულის ფანცქალით ველოდებით, ასე იყო ადრე, როცა გვყავდა მესხი, მეტრეველი, მაგრამ მათ რუსები ხშირად ავიწროებდნენ, შემადგენლობაში არ აყენებდნენ, ახლა ასე აღარ არის, თუმცა ზოგიერთი ისეა მიჩვეიული შეთქმულებების თეორიებს, რომ რაღაცეებს იგონებენ სპალეტიზე, ცხადია, უსამართლობები შეიძლება ახლაც ხდება, მაგრამ არა იმ დოზით და არა შოვინისტობით
პატრიოტი
15 ნოემბერი 2022 18:43
3
მე როგორც ჩელსის ფანს 2001 წლიდან,ძალიან გამიხარდება ჩემს ფავორიტ გუნდში გადავიდეს,მაგრამ არ მგონია ნაპოლიდან წავიდეს.ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ.
qomagi
15 ნოემბერი 2022 18:08
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული