"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
შოთა არველაძემ Calcionapoli 24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

" ხვიჩა ფენომენია, მისით ვამაყობ. უბრალოდ უყვარს, რასაც აკეთებს. ძალიან კარგი ბიჭია. შეუძლია თუ არა "ნაპოლის" სკუდეტოს მოგება? რა თქმა უნდა, მათ დიდებული შანსი აქვთ.

რას ნიშნავს კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის? ხვიჩა ამ დროისთვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც "კვარა" ნაკრებს ვერ ეხმარება, დიდი პრობლემები გვაქვს. მასთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია" - განაცხადა არველაძემ.

როგორც ჩანს, შოთა კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გუშინ "სტადიო ოლიმპიკოზე",
დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში, 2 გოლის გატანა შეძლო.

altშოთა არველაძემ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში 2 გოლი გაიტანა [VIDEO]

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე

alt"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეხ რა მალე ავიწყდება ხალხს თავის გმირები? უგნურთა კასტავ, ღმერთმა ნუ ქნას და ხვიჩას, რომ ფეხი დაუცდეს მის ჩაწიხვლას, რომ ვერავინ დაგასწრებთ თქვენ ის ხალხი ხართ. არველაძე იყო არის და იქნება ერთერთი სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ნოემბერი 2022 20:33
11
პირფერი ხალხი არც სახელოვანი ხალხი ვარგა და არც რიგითი მოქალაქე.

პადხალიმები არ მევასება
15 ნოემბერი 2022 20:54
13
თქვენმა თაობამ რატომ ვერ შეძელით
?
იმიტომ, რომ ფეხებს და ჯიბეს უფრთხილდებოდით, ანუ საკუთარ ტრ....ს!
ვაიდა დავშავდე, მერე? მერე რა მეშველებაო და ოფლიც არ გამოგდიოდათ. ეხლა კი, გიყვარდეს, ენით ზურგს იფხანთ...
კ ო მ ბ ლ ე
16 ნოემბერი 2022 00:14
6
Კუმ ფეხი გამოყო...რაღაც საეჭვოდ დაიწყო ამბოლო დროს არველაძემ კვარასთან გაჩითვები.ალბათ საფეხბურთო სამყაროს უნდა გააგებინოს მეც კვარას ქვეყნიდან ვაარო.
Დღემდე ასე სთვლიდნენ რო თუ ვინმე იყო ქართველი სუპერ ფეხბურთელი ეს ჩვენ ვართო და მიკვირს ბოღმას სძლიეს და აღიარეს კვარას ფენომენი.
Ამათ ჩისკოს მწვრთნელბაც დაიწუნეს ადრე და კვარას კონტრშეტევის ფეხბურთელი უწოდეს. Კი თქვა ოვერმარსა თქვა ასე მარა ხო ყველამ ვიცით ვინც თქვა
ბაბუაწვერა
15 ნოემბერი 2022 19:09
32
რა საჭიროა არველაძის მხრიდან ამდენი პირფერობა ხვიჩასთან არ მესმის, რასაც ამ დღეებში ვადევნებთ თვალყურს.

თავისი ნათქვამის გამოსწორებას ცდილობს, კონტრშეტევის ფეხბურთელიაო თუ უბრალოდ კონტაქტის დამყარებას?
რა საჭიროა ამდენი პირფერობა
15 ნოემბერი 2022 19:21
32
კომბლე - ს!
მეც გამახსენდა, რომ ამათმა თაობამ სტადიონზე ხალხს სიარული შეაძულა. სხვა ქვეყნის გუნდებში ვარსკვლავები იყვნენ, ხოლო საქართველოს ნაკრებში ???!!!
მარტო კობი და ქეცბა თამაშობდნენ გულით და სულით - ასე იყო ეს და არ დამიწყოთ ახლა იტალიური!
ახლა რაც მეტი ქართველი ფეხბურთელი წავა ევროპაში - მით მეტი გაიხსნება.
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან მარტო იტალიურ სერია ა-ში 40 ფეხბურთელი თამაშობს და მათ ფონზე გადიან მათივე ქვეყნის ნაკრებები.
პლეხანოვზე გაზრდილი
16 ნოემბერი 2022 01:55
3
ძალიან არ მომწინს შოთას , ტურაშვილის, კეკელიძის, ქინქლაძის, და ცისაც არ ეზარება იმათი შეტენვა კვარასთან. დაანებეთ ამ ბიჭს თავი! არ არის თქვენნაირი არა! სხვა მენტალობა აქვს! შეეშვით! არც ქოცია, არც ნაცია, არც "იგროკია", არც ნარკამანი და არც ფულზე მეოცნებე, არც პადხალიმი და არც მედროვე. შეეშვით
კაპიტან გარდენბურგი
16 ნოემბერი 2022 04:06
3
აბსოლუტური სისულელე სტუდენტების მანდ ჩაყვანა. აგერ გამოეშვათ UCLA-ში 2 კვირით ეგ აჯობებდა.
ახლა არველაძეც ამ ბიჭით პიარობს :))
gzp
16 ნოემბერი 2022 12:22
4
მოკლედ ვისაც არეზარება ყველა კვარაცხელიასთან იღებს ფოტოებს...რა მაგარი ორღობე ვართ!!!! ცოტა თავი შეიკავეთ
დიანა
15 ნოემბერი 2022 21:00
22
დაითვალეთ რამდენი ბურთი აქვს გატანილი შოთას[მოწინააღმდეგის კარში] საქართველოს ნაკრებში და მერე ლანძღეთ თქვე უსინდისოებო.
სირცხვილია
16 ნოემბერი 2022 12:08
7
მთლად ნუ გაგიჯდები და ნუ აჩვენებ ყველას რა სოფელიცაა საქართველო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15 ნოემბერი 2022 18:51
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული