იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და მის შეყვარებულზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსა და იტალიის ნაკრებების საკალათბურთო მატჩს თავის შეყვარებულთან ერთად დაესწრო.

ეს ამბავი შეუმჩნეველი არც იტალიურ მედიაში დარჩენილა. აი, რას წერს სხვადასხვა გამოცემა ამ ფაქტის შესახებ:

calcionapoli24.it: "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, მის გარეშე კი გუნდმა რამდენიმე თამაში მოიგო.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის გამო განკუთვნილი დასვენებით ისარგებლა და არდადეგებს სამშობლოში, ოჯახთან ერთად ატარებს.

ის იტალიისა და საქართველოს მატჩს თავის შეყვარებულ ნიცასთან ერთად დაესწრო. ხვიჩა კალათბურთს შესანიშნავად თამაშობს, ამ სპორტის დიდი გულშემატკივარია და არ გაუშვა შანსი,
საკუთარ ქვეყანაში ამ შეხვედრას დასწრებოდა.

მისი კუმირი "გოლდენ სტეიტის" კაპიტანი სტეფ კარია, რომლის სტილშიც აღნიშნა "ნაპოლიში" გატანილი პირველი გოლი.

AreaNapoli.it: "ნაპოლიში" სეზონის შესანიშნავად დაწყების შემდეგ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდა, რათა ოჯახთან რამდენიმე დღე დაისვენოს.

ქართველი ვარსკვლავი 21 წლის შეყვარებულ ნიცა თავაძესთან ერთად საკალათბურთო მატჩს დაესწრო. კვარაცხელიას შეყვარებული თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და ის ფეხბურთელთან ერთად იტალიაში არ ცხოვრობს, თუმცა "მარადონას" სტადიონზე რამდენჯერმე შენიშნეს. 

"კვარა" სამშობლოში დაახლოებით 10 დღეს გაატარებს. მან ზურგის ტრავმა უნდა მოირჩინოს, რათა თავისი ბატარეები ახლიდან დამუხტოს.

ის საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა, რომელმაც ფეხბურთელს საამაყო ადამიანი უწოდა.

"კვარა" დაახლოებით 10 დღეში Castel Volturno-ში გამოცხადდება, შემდეგ კი მისი "ნაპოლი" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რავა ეტრნებიან ეს მზორი პოლიტიკოსები ნუ აიგივებინებტ ხალხს კვარას თქვენს აყროლებულ სახეებთან.
არა რუსეთს
17 ნოემბერი 2022 14:14
41
ნამდვილად. სასაცილოა ეს ყველაფერი.
ყოფილი დინამოელი
17 ნოემბერი 2022 16:20
0
ისე, ზრდილობა გესწავლა სჯობდა.
არა რუსეთს-ს!
18 ნოემბერი 2022 03:10
3
მეგონა ქართულ ფეხბურთის აღმავლობაა და კობიაშვილს დიდი წვლილი აქვს მეთქი ამ საქმეში
თურმე ხვიჩა რომ არ მოეცა უფალს ჩვენთვის ისევ იმ წუმპეში ვიქნებოდით.
დავრწმუნდი, რომ კობიაშვილი ქართული ფეხბურთის მკვლელია.
დაინტერესდით ქვედა ლიგებში რა საზიზღრობებს ატრიელებს.
გლდანი მე 100 ?
როგორ გახადაჩემპიონი და ხაშურის გუნდის პერსპექტიულ ახალგაზრდებს, როგორ მოუკლა მომავალი !!!
არც არასდროს მომწონებია მაგის ნათამაშებიფეხბურთი
თენგო
17 ნოემბერი 2022 13:34
25
ახლა აქ ვინმემ არ დაწეროთ ღარიბაშვილს რატომ შეხვდაო! :))))
Irakli
17 ნოემბერი 2022 13:03
24
როგორც წეღან აღვნიშნე, მიშა ნამდვილად არაა ჩემთვის საყვარელი და არასდროს ვუჭერდი მხარს. საყვარელი ჩემთვის არის ეს ქალაქი, ეს ქვეყანა, სადაც მინდა რომ ჩემმა საყვარელმა შვილებმა ღირსეულად და კარგად იცხოვრონ. ამისთვის ეს მთავრობა უნდა შეეშვას პოპულისტობას და მეტი უნდა აკეთოს, რადგან მიიღეს მართვის მანდატი. სადაც ეხლა ვართ და რა ტემპით ვვითარდებით არ არის საკმარისი და მეტს ვიმსახურებთ, როგორც ევროპული საზოგადიება. თქვენც გირჩევთ თქვენ საყვარელ შვილებზე იფიქროთ, მეტად კრიტიკულები იყოთ და მეტი მოთხოვოთ ხელისუფლებას. მიშა-მიშას ძახილით პრემიერის ადვოკატობა კარგს არაფერს მოგიტანთ.
თბილისელი - ზურას
17 ნოემბერი 2022 16:19
1
"თბილისელო" შენი საყვარელი მიჰა რომაა პიარში მსოფლიოს ჩემპიობი სხვაზე როგორ ვამბობ მაგას @@
zura222
17 ნოემბერი 2022 14:35
11
ყველა გამოხმაურება
ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ!
SOS!!!
18 ნოემბერი 2022 06:03
0
ტუზი დაეცა ამ გოგოს,რა იღბლიანი ყოფილა
---------
17 ნოემბერი 2022 13:08
27
გიცანი, შორენა ხარ.
ენას უმკურნალე.
18 ნოემბერი 2022 03:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული