"გოჩოლეიშვილი მრავალფეროვანია, მაგრამ ვარსკვლავური შენაძენი არაა" - ua-football-მა ქართველი გულშემატკივრებს სტატისტიკური მაჩვენებლებით წარუდგინა

AutoSharing Option
"შახტარმა" "საბურთალოსგან" საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 1 მილიონ ევროდ შეიძინა. ua-football-მა დონეცკური გუნდის ახალწვეულის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. ვთვლით რა გოჩოლეიშვილს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად, ამ სტატიის ჩვენი მკითხველისთვის შემოთავაზება გადავწყვიტეთ.

"შახტარმა" მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი დაიმატა. მოთამაშის სავიზიტო ბარათი
კონკურენტი ტეილორისა და კონოპლიასთვის

"მათ შორის, ვინც კარგად ცნობილია უკრაინული პუბლიკისთვის, ეს ფეხბურთელი თავისი მახასიათებლებით ყველაზე მეტად იგორ პერდუტას ჰგავს. კომპანია InStat-ის მონაცემების მიხედვით, ქართველის პროფილში ყველაზე უფრო განვითარებულია პრესინგში თამაშში (საშუალოდ წარმატებული მოქმედების 39%), ჩაწოდებებსა (36%) და
დრიბლინგში (33%).

Sportall.Ge

გიორგის შეიძლება მრავალფეროვანი ფეხბურთელი ვუწოდოთ. ერთი სიტყვით, მას არ აქვს მკვეთრად გამოხატული ძლიერი მხარეები და სხვა სათამაშო ელემენტებში კატასტროფული ხარვეზები. მაგალითად, არამუშა ფეხით თამაში (ცაციაა) 27%-ით აქვს განვითარებული - ეს რიგიანი მაჩვენებელია.

ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელი საკმაოდ სწრაფი და მოხერხებული დრიბლიორია - უყვარს ინდივიდუალური მოქმედებების გამოყენება და ფრთაზე გარღვევებით სახიფათოა. ხშირად უპირატესობას დაცვის ხაზის დატოვებას ანიჭებს და თავის უკან სივრცეს აშიშვლებს. ამას გარდა, შეიძლება დაცვაში ერთი-ერთზე სიტუაციაში პრობლემები წარმოიქმნას. საიმედოა საჰაერო დუელებში.
გიორგი გოჩოლეიშვილის მახასიათებლები InStat-ის სპეციალისტებისგან

საშუალოდ ერთი მატჩის განმავლობაში ქართველი 2022 წელს 0.29 საკვანძო გადაცემას, 0.79 დარტყმას, 3.8 ჩაწოდებას აკეთებს, 19 ორთაბრძოლაში იღებს მონაწილეობას (საშუალოდ 52%-ს იგებს), შეასრულა 5.7 "მოტყუება" და 4.8 ართმევა. მისი თითქმის ყველა მაჩვენებელი პროგრესულია წინა კალენდარულ წელთან შედარებით. ყველაზე სუსტი წერტილი სტანდარტულებისას თამაშია (პოზიციის როგორც მეტოქის, ასევე საკუთარი კარის სიახლოვისას შერჩევა).

Sportall.Ge

"შახტარში" კონკურენცია ეფიმ კონოპლიასა და ლუკას ტეილორთან მოუწევს. ქართველის მახასიათებლების უკრაინელთან შედარება ეფიმის ხშირი ტრავმიანობის გამო მთლად მართებული არ იქნება, რომელმაც 2022 წელს მოუკლო. აი, ტეილორი კი აშკარად ვერ პროგრესირებს. უკანასკნელი წლის მანძილზე მატჩისას მას მხოლოდ ზუსტი დარტყმებისა და საჰაერო ორთბრძოლების პროცენტული მაჩვენებელი გაუუმჯობესდა, ხოლო დანარჩენ მნიშვნელოვან სათამაშო კომპონენტებში რეგრესირებს.

გოჩოლეიშვილი "შახტარის" ფეხბურთელი 2023 წლის 1-ელ იანვარს გახდება და გუნდთან ერთად ზამთრის პირველ შეკრებაზე გაემგზავრება. რა თქმა უნდა, ეს ვარსკვლავური შენაძენი არაა, მაგრამ დონეცკური კლუბის ახალ კონცეფციაში ეწერება: ახალგაზრდული გუნდის უკრაინელი და ახლო საზღვარგარეთის ნიჭიერი წარმომადგენლებით მშენებლობა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ უნდა წასულიყო შახტარში არა! არაერთი მაგალითი გვაქვს როგორ გაგვიფუჭეს მანდ ფეხბურთელები,ცოტას ათამაშებენ, დიდი რისკია რომ ვერ განვითარდეს და დავკარგოთ ასეთი პერსპექტიული ფეხბურთელი
მე
01:13 02-12-2022
1
Milionad varskvlavuri shenadzeni rogor iqneba? unda atamashon gazardon da minimum 10-15 milionad rom gakidon 2 wlis mere mashin iqneba ukve varskvlavi...
Givi
22:06 01-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული