"სირცხვილია! ხვიჩა ბრაზილიელი ან არგენტინელი უნდა იყოს, მას არ ჰყავს ნაკრები, რომელიც..." - მარკოლინი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ Radio Marte-ს ეთერში იმ ვარსკვლავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ასპარეზობენ.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა "პარტენოპეის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც მარკოლინიმ თქვა:

"სამწუხაროა, რომ კატარში კვარაცხელიას თამაშით ვერ აღვფრთოვანდით. ქართველი დიდი ფეხბურთელია, თუმცა არ ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც ამ გზაზე მას კომპანიონობას გაუწევს.

მსგავსი შემთხვევა გვაქვს ჰაალანდზე - დიდი სირცხვილია! ეს ფეხბურთელები ბრაზილიაში ან არგენტინაში უნდა დაბადებულიყვნენ", - ამბობს მარკოლინი.

altმატჩის დღე! "ნაპოლი" "ანტალიასპორს" ეთამაშება

მკითხველის კომენტარები / 40 /
არა ვართ მთლად მასე ხელწამოსაკრავი, ცოტა მოითმინოს და მალე ნახავს საქართველოს ნაკრების საოცრებებს. მადლობა ღმერთს ხვიჩა ქართველად რო მოავლინა. ბევრი მისნაირი და უკეთესი ფეხბურთელები საქართველოს............... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ოოოოოოოოოოოოოო! სამწუხარო კი არა დიდი ბედნიერებააა ქართველად დაბადება!!!!!!!!!!!!!!!!!! საქართველო მალე გააოცების სამყაროს ყველაფერში და ფეხბურთშიც თან. ჩვენ მსოფლიო თას ავწევთ.!!!!!!!!!!!!!!! პესიმისტებმა გაა..ჯ..ან
ჯიმა
07 დეკემბერი 2022 21:07
3
ჩემი ნება, რომ იყოს , მსოფლიო ჩემპიონატს ერთ გუნდს დავამატებდი, რომელსაც ფიფა-ს ნაკრები ერქმეოდა და იგი მსოფლიოზე ვერ მოხვედრილი ქვეყნების ფეხბურთელთა ნაკრები იქნებოდა.
irakli81
07 დეკემბერი 2022 20:39
9
შენი და შენი კომენტარის დამლაიქებლების ტვინში ჩამახედა ერთი. რა ფიფას ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე რა სისულელეა, ვის რაში აინტერესებს ეგეთი ნაკრები, ან ვინ უნდა უგულშემატკივროს.
შაკო
07 დეკემბერი 2022 22:10
3
ფიფას ნაკრები არა ტოროლა! საქართველომ უნდა ითამაშოს დიდ ფორუმებზე. ხვიჩაც იმიტომ მიყვარს რომ მისი იმედი მაქვს საქართველოს მოეხმარება ამაში, თორემ საქართველოს სახელით თუ არ ითამაშა, არც ნაპოლი და არც რაღაც ფიფას ნაკრები ასი წელი არ მაინტერესებს!
?!
07 დეკემბერი 2022 22:09
2
ყველა გამოხმაურება
იტალიელიელები ვის ხვდებიან მეოთხედფინალში შემახსენეთ, არ უნდათ კვარაცხელია დავახმაროთ?
Momus
07 დეკემბერი 2022 20:33
2
ერთი ჩვენც გვკითხე)))
გიორგი
07 დეკემბერი 2022 18:57
0
მართალია, ხვიჩას დონის ნაკრები არ გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვიყავით, ახალი ვერაფერი შევქმენით, ის ძველი ლეგენდები კიდე საბჭოთა კავშირს წარმოადგენდნენ ყველა საერთაშორისო ასპარეზზე,რადგან ქვეყანა არ ვიყავით.
ხვიჩას დონის ტალანტი არ გვყოლია რაც დამოუკიდებლები გავხდით, არავის ვაკნინებ მაგრამ ეს რეალობაა.
ხვიჩა უფრო მეტს უკთებს თავის ქვეყანას, ვიდრე თავისი ქვეყანა ხვიჩას და ეს სულ ასე იქნება.
!!
07 დეკემბერი 2022 18:56
2
რა თქმა უნდა მუნდიალზე გავალთ, მაგრამ მარტო გასვლა ხომ არაა? იქ რაღაც უნდა გააკეთო. ისე კი კარგი იქნება თუ ფიფა მუნდიალის მონაწილე გუნდებს ერთი ისეთი ფეხბურთელის დამატების უფლებას მისცემს, რომლის ნაკრებიც მუნდიალზე ვერ გავიდა. ისე, როგორც ეს კალათბურთშია, ამით ბევრს მოიგებს მაყურებელიც და სახელოვანი ფეხბურთელიც.
ჟორა გაბრიჭიძე
07 დეკემბერი 2022 18:37
6
ხვიჩა კვარაცხელია
* * * * *
ახალგაზრდა ტალანტია, სწრაფია და ცხელია,
საქართველოს სიამაყე: ხვიჩა კვარაცხელია.
კოლორიტი ვარსკვლავია, გაგვახარა ნაცია,
სპორტ-ბაზაზე მცხოვრები და თავმდაბალი კაცია.
*******************************************************
ქინქლაძეს და შოთას მერე დადგა თითქოს უკუნი,
ბევრმა ვიწყეთ ჯავრობა და ზოგმა ლამის სლუკუნი..
მაგრამ ღმერთმა გვიწყალობა სიხარული ახალი,
როგორც მშიერთ საახალწლო ნუგბარების ხახალი. *******************************************************
ქართულ ბურთის ლეგენდების აიტაცა ალამი,
მეც ავენთე და საქებრად მოვიმარჯვე კალამი.
ფუტბოლისტი ჯადოქრების ჩაიბარა შტანდარტი,
გაარღვია ჯებირები, განაახლა სტანდარტი *****************************************************
ევროპაშიც გაიბრწყინა, გვასახელა ერია,
გულზე გასკდეს ქართველობის უძინარი მტერია!
დიდ-პატარას, მრავალს პირზე აკერია ხვიჩას ქება,
ხალხმა იცის წესიერი ვირტუოზის პატივგება. ***********************************************************
ის ახალი მარადონა, გრაფი, ლორდი, დონია,
ამას წინათ დაგვიმარცხა ჩვენში მაკედონია.
მიეღწიოს და აეღოს ბურთის მეფის ტიტული,
მარად ტოვოს მასთან მრკენი დაღლილ-გამოფიტული . ***************************************************************
მტრის რიგებში შეიჭრება, გადასცემს და დახვდება,
ქორის ფანდით მოპაექრე გუნდიც უცებ წახდება.
რომ იმედი არ არი და ვერ იგებსო ნაკრები,
უცებ ხვიჩას დარტყმა, გოლი, ასე ქრიან მაგრები.. *************************************************************
ხომ დაარქვეს ,,კვარადონა", ახალ მეფეს მოველით,
მუნდიალზეც გაებრწყინოს ილეთებით ყოველით.
დავულოცოთ გზა და კვალი, წლობით ჭექდეს ყველგან მყარად,
საქართველოს, ჩვენი ბურთის, ყველა ხალხის გასახარად! ********************************************************************
თავდადებით და ძლევებით სულ გეფრინოს მწვანე მოლზე,
შენს შემყურე ქომაგობა ზეიმობდეს დარტყმა-გოლზე,
აბა მაგრად, ჩვენო ჩემო ხვიჩა, პოეტი ვარ ქებული,
შენზე იყოს საფეხბურთო ლექსთა ერთი კრებული.

კონსტანტინე ფალავანდიშვილი.
17.11.2022. თბილისი.
კოტე ფალავანდიშვილი
07 დეკემბერი 2022 18:20
10
მშვენიერი ლექსია. ძალიან მომეწონა.
ბოლოსწინა სტრიქონში ორი მარცვალია ზედმეტი. ალბათ მექანიკური შეცდომაა. ან “ჩემო ხვიჩა” უნდა იყოს, ან “ჩვენო ხვიჩა”. სამწუხაროდ “ჩვენო ჩემო ხვიჩა” სტრიქონში ვერ ეტევა.
კონსტანტინე
07 დეკემბერი 2022 20:07
1
დაკა დოლი,
გაწი გარმონი!
ტიტუუუუუუუ )))
ტაში კუკური!
07 დეკემბერი 2022 18:53
0
გავალთ მალე ნუ ღელავთ, სულ დაღმართი როგორ იქნება
რაბუ
07 დეკემბერი 2022 18:02
3
სირცხვილი - ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ იმას გულისხმობდა, რომ ხვიჩას დონე ფეხბურთელი თამაშობს ნაკრებში, რომელსაც მარტოს შეუძლია მოგება და დანარჩენი რა სუსტები უნდა იყვნენ, ამის მიუხევად ვერაფერს აკეთებდეს საქართველოო და იდეაში მართალიცაა. ხვიჩასთან ცოტა მიახლოებული ჩაკვე თუა, დანარჩენი საშუალო დონე მაინც რომ იყვნენ, სადმე მაინც გავიდოდით.
ლადო
07 დეკემბერი 2022 17:16
4
რა ცოტა მიახლოებული! ნიჭით ჩაკვე არ ჩამოუვარდება კვარას, ისტრამვა რომ არა უკვე იქნებოდა ნაპოლიზე არანაკლებ გუნდში. ახლა უწევს დაკარგულის ანაზღაურება. ღმერთმა დაიფაროს ტრამვებისაგან და ყველა დაინახავს რამხელა ტალანტია ეგ ბიჭი!
...
08 დეკემბერი 2022 02:03
0
იშრომონ ჩვენმა ფეხბურთელებმა და გავიდნენ ხვიჩას დონეზე,თუ უყვართ ე ქვეყანა ასეც უნდა მოიქცნენ,შრომა და შრომა თორემ უნიჭო ერი ნამდვილად არ ვართ ჩ ენ ფეხბურთში,იშრომე თუ გიყვარს,თუ არა და ესეიგი არ გიყვარს,მე ასე მასმის...
ბაჩი
07 დეკემბერი 2022 17:07
1
იშრომონ კარგია,აბა ნაკოლკები როდისღა გაიკეთონ,იქ ტუსოვკები,რა ქნან?
ადამიანი
07 დეკემბერი 2022 17:59
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული