ნეაპოლელთა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ხვიჩას საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა რასპადორიმ პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გაიტანა. მოკლედ, მთავარია დაბრუნდა, მალე ფორმაში ჩადგება და უთუოდ კვლავ გაგვახარებს.
სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რასპადორისა და პოლიტანოს გოლებით დაწინაურდნენ. მერე რასპადორიმ ბურთი ძელს გაარტყა, ოსიმენმა მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში მწვრთნელმა სპალეტიმ შვიდი ფეხბურთელი შეცვალა, „ნაპოლიმ“ კი საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.
რასპადორიმ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „ნაპოლი“ 11 დეკემბერს ბელეკში „კრისტალ პალასთან“ გამართავს.
ანტალია. „კორენდონ ეირლაინს პარკი“
ანტალიასპორი - ნაპოლი 2:3
გოლები: 0:1 რასპადორი (9), 0:2 პოლიტანო (15), 1:2 მეჰმედი (55), 1:3 რასპადორი (61), 2:3 ოზმერეტი (86)
კლავიატურელებისთვის ხო გოლია მთავარი