ავსტრალიის A ლიგის მე-7 ტურში "ნიუკასლ ჯეტსმა" "მარინერსი" 2:1 დაამარცხა.
66-ე წუთზე ბექა დარცმელიას კუთხურიდან ჩაწოდებას ბექა მიქელთაძე გამოეხმაურა და მიმდინარე სეზონში მე-2 გოლი გაიტანა.
"ჯეტსი" 6 თამაშის შემდეგ 9 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 დეკემბერს, "ბრისბეინ როარის" წინააღმდეგ ჩაატარებს.