ფედელე: კვარაცხელია ტრავმის შემდეგ შიშით თამაშობს

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ამჟამად კი საფეხბურთო აგენტმა და ექსპერტმა ენრიკო ფედელემ რადიო "მარტეს" ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ტრავმის გავლენის ქვეშაა, რაც სირბილისას ეტყობა და ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის თამაშს დაეტყობა:

"კვარა" 100%-ით მზად არაა. ჯერ კიდევ განიცდის ტრავმის გამო, დრიბლინგს ერიდება, მდგრადი არაა და სასტარტო სისწრაფისას თავის "ტურბოს" ვერ რთავს, რადგან, ალბათ, შიში აქვს. წინ ფრთხილად მიიწევს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

მართალი გითხრათ, არც სტანისლავ ლობოტკაა საუკეთესო ფორმაში".

სერია A-ს განახლებამდე "ნაპოლი" "დიეგო მარადონაზე"
ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 17 დეკემბერს "ვილიარეალთან", ხოლო 21 დეკემბერს "ლილთან".

მკითხველის კომენტარები / 23 /
მერე ამხანაგური მატჩები რისთვისაა, ამას დაუმატე მილანთან და იუვესთან ფორა, რომელიც თუნდაც შემცირდეს პირველ მატჩებში საკმარისია მაინც რომ რამდენიმე მატჩში ამოქოქვის მერე შეინარჩუნონ ან გაზარდონ კიდეც, მე შენ გეტყვი, მილანი და იუვენტუსი ყველა თამაშს მოიგებენ )))) მაგაზე არ იდარდოთ, მთავარია რომ მუხლი ან რამე ეგეთი არაა და ეს შიშიც რეალურად მალევე დაიძლევა და ფორმაშიც შევა ჩვენი ვარსკვლავა
რა მაფიაა?
19:27 12-12-2022
0
მალე ვნახავთ ხვიჩასგან შეშინებულებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული