დღეს "ნაპოლი" ამხანაგურ მატჩში "ლილს" უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც წინა სპარინგში "ვილიარეალთან" (2:3) შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა, ისევ სასტარტოშია.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟეზუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ელმასი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ცუდი ანგარიშია და 2022 ში დარჩენილიყოს ეგ წაგება.
ისე ნაპოლიმ რაც ქნა ამ სეზონში არცერთ იტალიურ გუნდს არ ღირსებია. წაგება საერთოდ არ აქვს სერია ა ში. ერთადერთი წაგება აქვს და ისიც ლივერპულთან, როცა პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და ჩემპ.ლიგის ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
ველოდებით 2023 წელს
წამოყვეს ნაფტალინიდან თავი ამ ხავსმოდებულებმა ეგრევე.
მაგარი ადეკვატური კომენტარი გააკეთეთ :დ
გუნდს ერთი წაგებაც არ აქვს სერია ა ში მაგ დროს ალბათ არ გვაინტერესებდათ არაფერი და პირველივე წაგებაზე თავი წამოჰყავით ნაფტალინიდან.
წარმატებებს გისურვებთ.
ძალიან გჭირდებათ.
ასეთ კომენტარებს მხოლოდ ლუზერები აკეთებენ.
რამდენიმე მომენტიც ჰქონდა და გამაზა.
ელმასი ნერვებს მიშლის და საერთოდ ამ დილირენცოს და დაცვას რა სჭირს ვერ გავიგე, თავზე აზიან ლილის ფეხბურთელები.
სულ ბურთს კარგავდნენ და ნაპოლის იშვიათად ჰქონდა ბურთი.
იმედია ინტერთან და იუვენტუსთან ასე თამაშს არ აპირებენ.
ძირითადის ფეხბურთელები აკლიათ და თავს მაგით ვიმშვიდებ. სულ სხვა გუნდი იყო შემოდგომაზე.
იმედია თავს ინახავენ და ამხანაგურებზე ტრავმებს ერიდებიან.
სხვა ახსნა არ მაქვს.
ხვიჩა კი თამაშობს ლამაზად მაგრამ ბურთი იქამდე ვერ მიაქვთ, როცა მიუვიდა სულ რაღაც შექმნა.
მარო რუი და დილორენცო საშინლად გამოიყურებიან.
არამგონია ამას შეეგუონ და ასე დაიწყონ იანვარშიც.
არვიცი
აი სეზონიც თუ ცუდად დაიწყეს და 8 ქულიანი უპირატესობა გაანიავეს მერე მეც ავყვები თვითგვემაში :დ
იმედია არ მოხდება ეგ