"მისგან სწორედ ამას ვითხოვ" - "ბორდოს" თავკაცი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
ფრანგული "ბორდო" სეზონის განახლებისთვის ემზადება. დავიდ გიონის გუნდი ლიგა 2-ის მე-16 ტურში ტურნირის ლიდერს "ლე ავრს" დაუპირისპირდება.

"ჟირონდელებმა" უქმეების დროს 3 ამხანაგური მატჩი გამართეს, "ბრენტფორდთან" (2:1) და "ბოავიშტასთან" (2:0). თავი გატანილი გოლებით საქართველოს ნაკრების გარემარბმა ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა.

ჩვენებურის შესახებ "ბორდოს" თავკაცმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ზურიკო სამივე მატჩში ეფექტური იყო, მისგან სწორედ ამას ვითხოვ. დამაგვირგვინებელ ფაზაში სწორად თამაში შეუძლია. მინდა, ხასიათი გამოავლინოს. ამ დროისთვის მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გატანილი გოლია, რაც საკმარისი არ არის. დავითაშვილმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს, უამრავ
შანსს ქმნის, ამის უნარი გააჩნია.

ზოგადად, ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა თავად შეუძლიათ. ვფიქრობ, ზურიკო ერთ-ერთი მათგანია. ის არის ტექნიკური მოთამაშე, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ", - განაცხადა გიონმა.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე ლიგა 2-ში 7 მატჩია. 21 წლის ფეხბურთელმა თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. "ბორდო" 15 ტურის შემდეგ 28 ქულით ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ლე ავრს" 4 ქულით ჩამორჩება.

alt"ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ბორდო" ლიგა 1-ში დაბრუნდეს" - ზურიკო დავითაშვილის ინტერვიუ ფრანგულ კლუბთან

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართველი ჟირესი
მიდი ზურა
22:11 24-12-2022
1
რუსეთში თამაშისას,ზურიკო საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან იწყებდა დრიბლინგს,გზაში რამდენიმე მეტოქეს ატყუებდა,მაგრამ მეტოქის საჯარიმოსთან ძალები ელეოდა და ბოლო პასი,ან კარში დარტყმა,სასურველი სიზუსტისა აღარ გამოდიოდა.საფრანგეთში ეს სიტუაცია,მეტწილად გამოსწორებულია,თუმცა ჯერ მაინც ვერ გაიხსნა ბოლომდე.თითქოს ერიდება თამაშის ცალსახად საკუთარ თავზე აღებას.ეს ერთმხრივ კარგია,არაა ეგოისტი,მაგრამ ყველაფერი ზომიერია კარგი.და კიდევ,აქ ერთი წერს,თავი ასწიეო და მასაც ვეთანხმები,სიტუაციას უკეთ შეაფასებს.ზურიკოს ძალიან მაგრად თამაში შეუძლია.უბრალოდ თავდაჯერება ახალ გუნდში,თითქოს ჯერ კიდევ აკლია.შესაძლოა ენობრივი ბარიერიც აქვს.
სოსო
15:47 24-12-2022
0

სიახლეები პოპულარული