კვარაცხელია: ჩემი თამაშის შესწავლა მეტოქეებს არაფერში გამოადგებათ

AutoSharing Option
ტელეკომპანია DAZN-მა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ("მე ვირჩევ კვარადონას") მცირე ნაწყვეტით დააანონსა, რომელშიც ქართველი თავის სათამაშო მანერაზე საუბრობს:

"ჩემი დრიბლინგი? ეს ის არ არის, რასაც ვიდეოს ყურებით ისწავლი, ვერც ვარჯიშით. ყველას, ვინც ამის გაანალიზებას ცდილობს, ეს არასოდეს გამოადგება. აგიხსნით: ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ, ყოველთვის ახალ სვლებსა და გადაწყვეტილებებს ვეძებ, რათა მეტოქეთათვის კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე".

ინტერვიუ ეთერში სრულად 28 დეკემბერს გავა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
შარშანაც ზუსტად ასე იყო, შვედეთს დუბლი რომ გაუტანა და მშვენიერი სეზონი ჩაატარა, მერე პაუზამ მოუწია და ამხანაგურები რომ დაიწყო ზამთარში რუბინმა, იქ არ იყო კარგ ფორმაში. რამდენიმე თამაში უგოლოდ ჩაატარა და აყიყინდნენ ეგრევე

წეღან შემხვდა შარშანდელი სტატია, ვიღაც რუსი ჟურნალისტი რომ წერდა, ადრე რობენს ადარებდნენ, ახლა კი აღარავის აინტერესებსო. თურმე ამხანაგურებში რომ გოლი ვერ გაიტანა იმიტომ იყო ეგრევე ჩამოსაწერი.
ქართველებიც როგორ სამარცხვინოდ ეთანხმებოდნენ იმ პოსტში.
ჩამოწერა კი არა მაგის მერ ე დაიწყო ხვიჩას აღმასვლა.
თუმცა რას გააგებინებ ერთმანეთზე აყოლილ, მოკლე მეხსიერებიან მასას.
ახლაც იგივეს აკეთებენ.
0
ყოჩაღ ხვიჩა! - ასე გააგრძელე! შედეგი სახეზეა და კიდევ უფრო გაძლიერდება!
ვაჟა მასწავლებელი
23:16 26-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული