მატჩის დღე! ხვიჩა ისევ მილანში, "ინტერის" წინააღმდეგ - მე-7 იტალიური გოლისთვის!..

AutoSharing Option
ახალ წელს გილოცავთ!

ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო 4 იანვარს განსაკუთრებით ველოდით. ქართველ გარემარბს ოფიციალურ შეხვედრაში 1-ელი ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და დღეს, იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ინტერს" "ჯუზეპე მეაცაზე"("სან სირო") ესტუმრება - თბილისის დროით 23:45 სთ.

ნეაპოლელები სერია "ა"-ში ლიდერობენ. მსოფლიო ჩემპიონატის პაუზამდე ისინი ერთი ამოსუნთქვით მივიდნენ და ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. მას შემდეგ, რაც პსჟ დამარცხდა, "ნაპოლი" ტოპ-ლიგებში ერთადერთი წაუგებელი გუნდია (13 მოგება, 2 ფრე).

Sportall.Ge

ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი სერია "ა"-ს 9 გოლითა და 2 საგოლე პასით ლიდერობს, თუმცა რთული სათქმელია, ის
მილანელებისთვის ყველაზე სახიფათო მოთამაშე რამდენადაა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ გაუცდა, ყველანაირად ეცდება, "ინტერთან" ისეთივე დაგვიბრუნდეს, როგორიც ცოტა ხნის წინ, ოპტიმალურ ფორმაში იყო. მხოლოდ იტალიის პირველობაზე "კვარას" 6 გოლი და 5 შედეგიანი მოქმედება აქვს (ყველა ტურნირზე 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი). ქართველი ფეხბურთელის თამაში სტატისტიკურ მონაცემებზე მაღლა დგას - არაორდინარული გადაწყვეტილებები, დრიბლინგები, სისწრაფე ბურთთან ერთად და მის გარეშე, ეფექტური პასები თუ გუნდური მოქმედებები...

საინტერესოა, დინამიკიდან ამოვარდნისა და ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდი თავს როგორ წარმოაჩენს. ტურის წინ ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 8 ქულით აღემატებიან. ისინი 9 დღეში ორ ისეთ კლუბს ხვდებიან, როგორებიც "ინტერი" და "იუვენტუსი" (საკუთარ მოედანზე) არიან და იმედია, მეორე წრის წინ კვლავ სოლიდური უპირატესობა ექნებათ - "ნაპოლიმ" სკუდეტოსკენ უნდა გაიწიოს!..

Sportall.Ge

"კვარამ" მილანურ არენაზე ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარა, როცა მისმა გუნდმა "მილანი" (2:1) დაამარცხა. ხვიჩამ მეტოქის მცველებს გასაქანი არ მისცა და პენალტიც მოიპოვა. ვნახოთ, როგორ დაეხმარება ჩვენებური "ნაპოლის", რომელსაც "ინტერთან" სტუმრად თამაში ძალიან უჭირს და უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში წააგო. მილანელები საშინაო არენაზე კარგად გამოიყურებიან და მიმდინარე სეზონში მხოლოდ "რომასთან" (1:2) დათმეს.

სპალეტის გუნდში კოსოვოელი ცენტრალური მცველის, ამირ რაჰმანის თამაში კვლავ საეჭვოა. "ინტერსაც" ამ ამპლუის მოთამაშე დააკლდება - სტეფან დე ვრეი. უდიდესია ხორვატი მარსელო ბროზოვიჩის დანაკლისი. სიმონე ინძაგი წინა ხაზზე ედინ ჯეკოს ნამდვილად უნდა ენდოს. საინტერესოა, მას ვის შეუწყვილებს, რადგან მუნდიალზე არც მისი გამარჯვებული, არგენტინელი ლაუტარო მარტინესი ბრწყინავდა და არც ბელგიელი რომელუ ლუკაკუ. "ნაპოლის" რიგებში ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, მარჯვნიდან ირვინ ლოსანო შეუტევს თუ მატეო პოლიტანო. სხვა მხრივ, შემადგენლობა მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია.

რაც შეეხება კვარაცხელიას მეურვეს, ნიდერლანდელი დენზელ დუმფრისი მართლაც სერიოზული მოწინააღმდეგეა, თუმცა მას შეტევაში ჩართვები უყვარს, რაც ჩვენებურისთვის კომფორტული უნდა იყოს, თუმცა "ინტერი" 3 ცენტრალური მცველით თამაშობს და ხვიჩას ირგვლივ 2 მოთამაშე მუდმივად იტრიალებს. მწვრთნელთა დუელიც საინტერესო იქნება, სპალეტი "რომას" შემდეგ კიდევ ერთ ექსკლუბს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

მატჩს სიმონე სოზა განსჯის, რომელიც მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" "ლაციოსთან" გასვლითი დაპირისპირების (2:1 სტუმრების სასარგებლოდ) მთავარი მსაჯი იყო. მოგეხსენებათ, ამ მატჩში "კვარადონამ" გაიტანა...

საახალწლო დღეებში საკლუბო ფეხბურთი მთელი ძალით ერთვება - საქმეში ხვიჩა კვარაცხელიაა. 22 თებერვლამდე კვლავ დატვირთული გრაფიკია, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი და "აინტრახთან" დაპირისპირებაცაა.

alt"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა

altკვარაცხელიას თამაში ჩემპიონის ბედს მნიშვნელოვნად გადაწყვეტს - "ნაპოლი" ახალ წელს "ინტერზე" ბევრს იფიქრებს

მკითხველის კომენტარები / 45 /
კვარა სერია A-ს ერთერთი საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ,. წარმატებები ჩვენს სიამაყეს!
giorgi 3
22:03 04-01-2023
0
Liveball.ru ზე უყურეთ
გულშემატკივრებს
21:26 04-01-2023
0

სიახლეები პოპულარული