"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
ეს ფეხბურთია მათემატიკა კი არა, სულ პატარა ყურის ქავილმა შეიძლება ამოგაგდოს თამაშიდან და ამ კაცს ტაც გუშინ ურტყეს და პასუხისმვებლობა აჰკიდეს, რატომ თხოვთ სასწაულება სულ? საერთოდ არანაირი პრობლემა არაა გუშინდელი თამაში, არაფერი არ გაუფუჭებია, ავტო გოლი გაიტანა თუ რა? რაზე აკრიტიკებთ? მიდი ხვიჩა დაიკიდე ეს უაზრო კომენტარები, მარა ერთში მართალია ზოგს ვეთანხმები, ეს პაგრიარქის საქვეყნო მილოცვები, ეროვნული გმირის ტვირთის ძალაუნებური აკიდება და ნახევარი საქართველოს მასპინძლობა ნაპოლიში უშედეგოდ არ ჩაივლის, უამრავ ტვირთსაც ნიშნავს ძალაუნებურად, ის სიხალისე და თავმდაბლობა, სიმსუბუქე ხელოვნურად არ იქცეს. თავი აარიდე როგორმე ამ გავლენებს, ამ არველაძეებს, ქართულ გადაცემებს, უთავმოყვარეო მედროვეებს, სტუმრებს და ასე.შ ყველასთვის ვერ იქნები შენ ერთდროულად ყველაფერი. შენი ხელფასის ზრდაზე რომ სხვა ნერვიულობს და მერე რომ გაკრიტიკებენ, გაგიჟდები კაცი, არ უსმინო არავის, მთავარია იცოდე, რომ ყველას გვესმის ვისაც უნდა გაგება, რომ უკვე მაგარი ხარ და დიდი მომავალი გაქვს, თუ საკუთარ თავს უერთგულე. წარმატებები
კაპიტან გარდენბურგი
05 იანვარი 2023 10:50
3
კვარა მალე იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე იყო, ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებს ვერც გუნდი და ვერცერთი ფეხბურთელი. კვარა ნამდვილი გულშემატკივარი შენს გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც, რადგან ჩვენ ერთი თამაშით არ ვსაზღვრავთ შენს ნიჭს და შრომისმოყვარეობას, შენ აუცილებლად ითამაშებ დიდ ფეხბურთს.
გია
05 იანვარი 2023 08:35
2
ესე იცის ბევრმა გართობამ და მოგზაურობებმა და კიდევ ცოლი მინდა გრამიტონმა. სისწრაფე სადღა დაკარგე შე კაი კაცო, რაკეტასავით იყავი. დაანებე ყველას და ყველაფერს თავი და რისთვისაც ხარ დაბადებული ის საქმე გააგრძელე. მთელ ქვეყანას გულები აქვს დასიებული. ბეემვეს რომ იყიდიან ზოგიერთი ფეხბურთელები და მერე ამით რომ ამთავრებენ კარიერას მაგათ ნუ დაემსგავსები. ფაქტიურად ერის სიამაყე ხარ და სად გააქრე ან ჟილკა და ან სისწრაფე ჯიგარო?
სიმართლე
05 იანვარი 2023 02:46
25
ერთი წაგებული თამაშით ეგ დასკვნა გამოიტანე? ერთი სული გქონდა წაეგო და გელანძღა ხო? სხვა გუნდები არ აგებენ? ყველა თამაშში ყველა ფეხბურთელი მაგარ ფორმაშია?
ამის მერე შენი გულშეატკივრობა ვის რაში ჭირსება.
ბოღმაა ვერ იკავებთ , წაგების დროს მხარს არ უჭერთ, ვის რაში ჭირდებით საერთოდ.
მოგების მერე აქ რომ შემოვალ ისევ აყიჟინებული რომ დამხვდებით ამას ეძახით გულშეატკივრობას?
არ შემიძლია ეს პრიმიტიული მიდგომები
!!
05 იანვარი 2023 03:32
3
თითქოს სისწრაფეც დაკარგა, არ მოუხდა დასვენება, მგონი წონაც აკრიფა, არ უნდა დაესვენა ამდენი. იმედი მაქვს მალე ჩადგება ფორმაში. ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. ჯილკაც დაკარგა. რა დროს ცოლი იყო ეხლა.............
mmm
05 იანვარი 2023 02:27
19
აუუუ ეს სალხი მაჩვენა მოედანზე , მაინტერესებს რას იზავდნენ.... ბიჭოოოოო ჯერ თქვენი გაგორებული ბურთი გვაძჩვენეთ და მერე წერეთ სისულელეები.... ან არ გცხვენიათ?! ან არ არ დაიღალეთ? რა უბედურება გვჭირს ქართველებს.... აცადეთ ბიჭს ფეხბურთის თამაში რა......
alex
05 იანვარი 2023 12:04
0
დედა უტირა ნაპოლის მსოფლიოს პაუზამ, დაშლილია გუნდი ბოლომდე, მთელია თამაშია ორ მეტრში ვერ აძლევენ ერთმანეთს პასებს და უმარტივეს ბურთებს ვერ იჩერებენ, ეს კი ამ გაწელილი პაუზის ბრალია,
ბარელამ ჩაყლაპა ფორმაში არ მყოფი ლობოტკა-ანგისა-ზელინსკის ცენტრი ტიპები არ ჩამოსულან საერთოდ მგონი შესვენებიდან, კვარა კიდე ფორმაში რომ არაა ამხანაგურებში ეტყობოდა ეს იყო ყველაზე სუსტი მატჩი რაც ნაპოლშია დაჟე ამხანაგურებიანად, ფიზიკურად შდაბეჭდილება დამრჩა ძალიან ცუდად შეხვდა ჩემპიონატის განახლებას დღეს სისწრაფეებში თვალშისაცემად ჰქონდა მოკლებული რაც ცდღევანდელი ჩავარდნილი მატჩი ამის უმთავრესი ბრალიცაა პლიუს ცენტრში შესვლა და იქედან გამწვავება ნულთან ახლოს იყო. შებოჭილია და უნდა გაიხსნას პირველ რიგში ფსიგოლოგიურად დღეს პლიუს სპალეტის პირწმინდათ მოუგო ინძაგიმ დუელი, იმედია ნაპოლის ფორმის აღგდგენა მეორე ადგილზე გადასვლიდან არ მოუწევს თორემ გუნდი ისეთ უსასტიკეს ფორმაში განსაკ: ფეხბურთის ფუნდამენტური პოზიცია ცენტრ: ნახევარდაცვა და ცენტრ: დაცვა რომ ამ ფორმით ათეულის ნებისმიერ გუნდთან სამი ქულის აღება უდიდესი ძალისხმევით მოუწევთ. არცშეიძლება ამ ფორის განიავება თორემ ჩანს მილანი და ინტერი კარგ ფორმაში შეხვდენ და ამათი გაჩერება ძალიან რთული იქნება.
Charley
05 იანვარი 2023 02:25
3
თავიდანვე ეტყობოდა, რომ მსაჯი ინტერის მხარეს იყო, 15-20 წუთის ფარგლებში რომ გაეყვითლებინა თუნდაც ერთი მოთამაშე, ასეთი ხისტი თამაში არ წავიდოდა და ასეთი თავდაჯერებულებიც ვერ იქნებოდნენ მილანელები.
ბადრი
05 იანვარი 2023 12:47
4
კვარაზე მეტი ან კარგი რომელი იყო რომელმაც თავი გამოიჩინა და მერე ილაპარაკეთ ზოგ-ზოგიერთებმა ვინ რა გააკეთა შეტევაში ოსიმენი ანგისა ზელინსკი პოლიტანო ლოზანო და ასე შემდეგ
289
05 იანვარი 2023 12:38
4
კვარაა ვერაა სათანადო ფორმაში, ამასთან რომ ამბობენ კვარამ ძალიან სუსტად ითამაშაო ეს ვისი დამსახურება იყო? უმგარესი დაცვა ითამაშა დღეს ინტერმა, რამდენჯერაც აჩქარდა კვარა გაგრძელება არ იყო ფაქტიურად წინ და იძულებული იყო უკან მიეცა პასი. მთლიანად ინტერმა მაგრად იმუშავა დაცვაში და ესაა მთავარი მიზეზი რის გამოც კვარამ ვერაფერი გააკეთა. ინტერი ის გუნდია ისე ცნობისთვის ბარსა რომ ჩატოვა ჯგუფში და შემადგნელობა ძალიან მაგარი ჰყავს. ანგისა და ზელენსკიმ ღირებული საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. შეტევა სუსტი იყო ძალიან. ადრე თუ გვიან წააგებდა ნაპოლი, ეხლა მთავარი სწორი დასკვნები გამოიტანონ ამ თამაშიდან! ორ ეპიზოდში კვარამ კარგად ითამაშა მაგრამ ბევრ ეპიზოდში ვერა!
zaza
05 იანვარი 2023 02:19
0
გერმანელი კომენტატორი ერთგან აქებს კვარაცხელიას, კარში დარტყმის მომენტში კი ამბობს, რომ აშკარაა, რომ მას ფორმაში შესვლა სჭირდება და პირველი ტაიმის შემდეგ დაეტყო, რომ საკუთარ თამაშს იპოვის - კარგი პასი გააკეთა, ახლა კი კარში დაარტყაო. ვიცით, რა დონეზე შეუძლია მას თამაშიო.
გერმანელ კომენტატორს რომ ბევრ აქ დამკომენტარებელზე უკეთ ესმის ფეხბურთი, ეგ არაა გასაკვირი. გასაკვირი უფრო ისაა, საიდან ჩნდება ამდენი დაბოღმილი და ენაბოროტი ადამიანი. სად არინ ხოლმე გატვრენილები? რუსთაველის არ იყოს, "ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა" - ერთი სული აქვთ, ვიღაცას ფეხი დაუცდეს. არადა, რა ფეხის დაცდენაა ეს? - ყველამ ვიცით, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ნებისმიერ გუნდსა და ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, მით უმეტეს, ტრამვის შემდეგ. ისიც ვიცით, რომ გუნდი სეზონში ყველა თამაშს ვერ მოიგებს.
ცუდია, ცუდი, რომ ამდენი გამოროტებული და ხელმოცარულია ჩვენს საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, ამ ბოღმიანი კომენტარების ავტორების დიდ ნაწილს თამაშისთვისაც არ უყურებია.
დამშვიდდით, ხალხო, დამშვიდდით - კვარაცხელია აუცილებლად შევა ფორმაში, ნაპოლი გახდება თუ არა ჩემპიონი, ეგეც არავინ იცის - ეგეთი ადვილი არაა იტალიის ჩემპიონობა. მთავარია, მაგარი გუნდია და აუცილებლად ათამაშდება ისევ გუნდიც და ხვიჩაც. ამ თითებბოროტა ხალხი ისევ დარჩებით უსაქმოდ :-)
გიორგიპირველი
05 იანვარი 2023 15:48
1
100%!!!
გეგი
05 იანვარი 2023 18:51
0
Vigac autsaidertan ro ase iumedod waegot kidev gavigebdi amat gaborotebul komentarebs,magram gundma waago intertan stumrad da daiwyo egreve amati xalisi....
L.J .
05 იანვარი 2023 16:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული