"ვილი სანიოლთან ხშირად ვსაუბრობ" - ზურიკო დავითაშვილმა "ბორდოზე", ხვიჩასა და თანაგუნდელებზე ისაუბრა

AutoSharing Option
შაბათს, 7 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში "ბორდო" "რენს" უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟირონდელთა ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა სხვადასხვა კითხვას უპასუხა:

"კლუბში ადაპტაცია მალევე გავიარე, თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ.

სიმართლე გითხრათ, ლიგა 2-ის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდი. დაახლოებით ისეთივე დონეა, როგორც რუსეთში.

მატჩიდან მატჩამდე უნდა მოვუმატო. "სოშოსთან" გატანილი გოლის მიუხედავად, უკეთ თამაში შემიძლია. მწვრთნელი მეუბნება, რომ უფრო აგრესიული უნდა ვიყო, განსაკუთრებით, შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. ვფიქრობ, ის მართალია და მის მითითებას გავითვალისწინებ.

მე და ვილი სანიოლი ტელეფონით ხში
რად ვსაუბრობთ. რა როლი ითამაშა "ბორდოში" ჩემს ტრანსფერში? აქ ჩამოსვლისას ძალიან დამეხმარა, არაერთი რჩევა მომცა, რაც ახალ ქალაქთან ადაპტაციაში დამეხმარა.

თანაგუნდელებთან ინგლისურად ვსაუბრობ, თუმცა ფრანგულსაც ნელ-ნელა ვსწავლობ.

მე და ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის მეგობრები ვართ. მისი ნეაპოლური წარმატება მოტივაციას მაძლევს. "კვარა" უმაღლეს დონეზე თამაშობს. ამის მისაღწევად მეც მაქსიმუმს გავაკეთებ.

"რენის" მატჩებს ვუყურე. შემიძლია ვთქვა, რომ ლიგა 1-ის გამორჩეული გუნდია. მათ ტექნიკური, სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ" - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ზურიკომ "ბორდოს" რიგებში ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ბორდო" ლიგა 1-ში დაბრუნდეს" - ზურიკო დავითაშვილის ინტერვიუ ფრანგულ კლუბთან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული