სპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა

AutoSharing Option
"სამპდორიასთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა, რომელმაც თავისი გუნდიდან Sofascore-ისგან ყველაზე დაბალი შეფასება (6.3) მიიღო:

"დღეს არავისთან არაფერი არ გვქონდა დასამტკიცებელი. "ინტერთან" უკეთესი შედეგისთვის შეგვეძლო მიგვეღწია. ისინი უკეთ გაისარჯნენ, ჩვენ კი უკეთ უნდა გვეთამაშა. დღეს რთული გამოწვევა გვქონდა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? ჩემი აზრით, შესანიშნავად. ის მეტოქის დაცვაში გასარღვევად სივრცეს ეძებდა და თავისი დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა, მთელ მოედანზე შრომობდა და მეტოქესაც კი მეურვეობდა. ბევრს ფიქრობს
თუ არა? ფიქრი ცუდი არაა. თამაშის რიტმის დაბრუნება მართებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზურგის ტრავმის გამო უქმობა მოუწია.

პირველი პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოედანზე სხვა ფეხბურთელებიც არიან და კარგია, თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან. გასაკვირი არაა, რომ შევცვალე, ვინაიდან 5 ცვლილების განხორციელების უფლება მაქვს.

პარასკევს "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი შეხვედრა გვაქვს. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დაველოდოთ ამ შეხვედრას და მერე ვილაპარაკოთ".

მკითხველის კომენტარები / 37 /
პენალტი უნდა დაარტყას ოსიმენმა. წელს ბომბარდირობისთვის იბრძვის და ხელი უნდა შეუწყონ. მე ასე ვფიქრობ. ხვიჩა უპენალტოდაც გაიტანს გოლებს. ვფიქრობ მინიმუმ 15გოლი იქნება მის ანგარიშზე. სერია А-ში ვგულისხმობ
დავით 67
10 იანვარი 2023 01:34
0
რადგან სპალეტი ამბობს, რომ პენალტი ხვიჩას უნდა დაერტყაო, ხვიჩას აუცილებლად უნდა აეღო პენალტის დარტყმა საკუთარ თავზე და არავისთვის არ უნდა დაეთმო ამის გაკეთება. თანაც მატჩი ახალი დაწყებული იყო. დარწმუნებული ვარ იგი შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მთელ თამაშსაც ცრულიად სხვაგვარად ჩაატარებდა და კვლავ ჩვეულად გაგვახარებდა.
ამი
09 იანვარი 2023 19:47
1
Politanos ratom landzgavt???3 idan 3 hqonda gatanili(ra azri aqvs vin moipovebs penals)tamasshic gushin dzalian kargi iyo 2jer xvicha mekarestan ppirispir datova(orive magari pasi gaaketa)tan bevric irbina,es agresia ratoa ver vxvdebi napoli gundia gundiii da ara erti motamashe!!!
L.J .
09 იანვარი 2023 17:22
1
სპალეტი!!! შენ რა გოთვერანიც ხარ თვალებზე და მიმიკაზე გეტყობა.
მაგრამ ასე გააგრძელებ?: - როცა კვარა კარგად თამაშობს - აკრიტიკებ, ხოლო როცა შედარებით მოკრძალებულად თამაშობს და სხვები აკრიტიკებენ - იცავ და აქებ?!
პლეხანოვზე გაზრდილი
09 იანვარი 2023 16:14
3
ზუსტად ვიცი სიომინი და სლუცკიც ხვიჩას მიუთითებდნენ ეგრეთ წოდებულ სლაბა ხარაქტერნობაზე და ეს ყველაფერი გამოჩნდა კიდეც .პ.ს პოლიტანოს არაფერი დაუთმო ხვიჩა სპალეტიც რაღაცას ისე ვერ მართავს როგორც ჩანს თუ ხვიჩაა პენალტისტი .
goga
09 იანვარი 2023 14:43
4
ხვიჩა პოლიტანოს თუ მაგრად არ დაუდექი ეგ ისეთია გადაგივლის
zurabi
09 იანვარი 2023 14:36
3
ანუ სულ პოლიტანო რატომ უნდა გიგვარებდეს კვარა? თუ ჯეირანშია დაუმარცხებელი ვერ გავიგე? ან შეიძლება ყველაზე მეტს ეგ იხვეწება უთავმოყვარეოდ და შენც როგორც კეთილს სულ გეცოდება და გული გიჩუყდება და უთმობ პენალტს
Goga
09 იანვარი 2023 13:12
3
ხვიჩა ჩვენი იმედია მაგრამ ხასიათის სიმტკიცე აკლია ლიდერული თვისებები აკლია ყველა დიდი ფეხბურთელი ყოჩი იყო თავის გუნდში... რაული ზიდანი ფიგუ რივალდო რონალდო მესი და ასე შემდეგ... პოლიტანომ როგორ უნდა გამოგართვას ბურთი და იმან რატო უნდა დაარტყას პენალტი ადრე კვარას კარგად უთხრა უარი... ძაან სლაბი ხასიათისაა ჩვენი ბიჭი მასე გადაუვლიან თავზე.. ნეიმარს რაც ფეხებში ხვდება მაგრამ მეორე წამს წამოხტება და კიდე მოტყუებაზე მიდის... თანაგუნდელებიც იგნორს უკეთებენ ცდილობენ დაგვანახონ რომ ხვიჩა არაფერია და თვითონ არიან ლიდერები.. ჩემპიონის ხასიათი უნდა მონახოს თავის თავში და იქცეს გუნდში როი კინად!!!!!!
რონი
09 იანვარი 2023 12:31
4
ხშირად ურტყამენ ფეხებში და ამიტომაა რო ტემპი ვერ აკრიფა და ვერ თამაშობს თავისუფლად. პენალტს რაც შეეხება ვინმე ქართველი არ ხართ იტალიაში? პოლიტანოს დაუწერეთ წერილი რო დაანებოს თავი სხვის მოპოვებული პენალტების დარტყმას.
გიორგი
09 იანვარი 2023 12:05
1
ძაან უცნაურია, თუ კი კვარა არის შერჩეული პენალტების დამრტყემელად მაშინ პოლიტანოს საქციელლი რა გამოდის? ან კვარა რატომ უთმობს ასე მორჩილად? თუკი პენალტისტი შენ ხარ, მოკიდე ხელი ბურთს და ნუ გვაფიქრებ რომ ვიღაცეები გჩაგრავენ და ანგარიშს არ გიწევენ.. მეტი სითამამე კვარა მინდორზეც და მინდორს გარეთ
papai
09 იანვარი 2023 11:25
4
კაპიტან შენ რა კითხვა არ იცი? ვინ რას აქეზებს? რატომ არ ეჩხუბეო სად უწერია? თუ არ იყოჩაღა ისე მართლა დაიჩაგრება, იმედია მალე ენასაც ისწავლის, თორემ მუნჯი როცა ხარ გუნდელებთან უფრო გიჭირს თვითდამკვიდრება, წარმატებები კვარას
toti
10 იანვარი 2023 15:58
0
არ დაუჯერო კვარა. ნუ აქეზებთ თანაგუნდელებთან დაპირისპირებაზე. ძალიან სწორს შვება, აუღეს აგერ პოლიტანოს და დასრულდა ეგ ისტორია. კიდევ კარგი ხვიჩამ ვიღაც პოლიტანოსთან ბურთის დარტყმისთვის ჩხუბი არ იკადრა, ასე რომ ნუ ასწავლით ამ ბიჭს ჭკუას ვა
კაპიტან გარდენბურგი
09 იანვარი 2023 19:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული