"ამ ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა" - რა მოხდა "ნაპოლის" ბაზასთან, სადაც კვარაცხელიას ფანი იტალიელი ბავშვი მივიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Spazio Napoli სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს "ნაპოლის" ბაზასთან მყოფი იტალიელი ბიჭუნა ხვიჩა კვარაცხელიას მაისურს.

ამ ამბავთან დაკავშირებით ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს:

"აუ, გული დამეწვა. ეს ნეაპოლელი ბავშვია. დღეს "ნაპოლის" ბაზასთან სპეციალური ბანერით მივიდა, რომელზეც ლათინური ასოებით ქართულად ეწერა: "ხვიჩა, შენ ხარ ძლიერი. ძალიან გთხოვ, მომეცი შენი მაისური, შენი ფანი გაბრიელი".

ამ ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა. სამწუხაროდ, ხვიჩამ ვერ შეამჩნია და ატირდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ამ ამბავს გაიგებს და აუცილებლად გადასცემს მაისურს", - წერია
პოსტში.

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

altხვიჩას შეჩერება მხოლოდ ხვიჩას შეუძლია - კვარაცხელიას განეიტრალება ალეგრის მთავარი ამოცანაა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართულად დაეწერა იმ დალოცვილს და უცებ შეამჩნევდა კვარაც! ქართველებო წერეთ ქართულად!ჩვენი ანბანი მსოფლიოში უძველესია!
ზურა
09:16 14-01-2023
0
უსაყვარლესი ვიდეოა, მიყვარს ასეთი სუფთა ემოციები, განსაკუთრებით ბავშვებში და თინეიჯერებში შეიმჩნევა. დიდებს თითქოს მსგავსი ემოციებისთვის აღარ ცხელათ , ან ეგოიმებათ, ვინმეს გამო ცრემლების ღვრა, აგრესიული ხდებიან, იმის გამო რა გატირებსო . არადა ყველაზე გულწრფელი ეგ ცრემლებია, და ზოგადად ძაან მაგარია ვინმეს რომ აღმერთებ, სპორტში ან ხელოვნებაში, ესე იგი სხვისი ნიჭის არიაღება და უანგარო სიყვარული შეგიძლია.
ბავშვობის ასაკის მერე ეგ ქრება სამწუხაროდ. მერე ირონიულად უყურებ ეგეთ ფაქტებს :)))
1

სიახლეები პოპულარული