200 ქართველი ადამიანი ხვიჩას დღეს სტადიონიდან უქომაგებს - რა ხდება ნეაპოლში "იუვენტუსთან" მატჩამდე

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თბილისიდან ქალაქ ნეაპოლში ქართველების 200-კაციანი ჩარტერული რეისი ჩაფრინდა.

ეს ადამიანები დღეს "სტადიო მარადონაზე" ხვიჩა კვარაცხელიას ფორმებით "იუვენტუსთან" შეხვედრას დაესწრებიან და ქართველს სტადიონიდან გაამხნევებენ.

წყარო წერს, რომ მსგავსი რამ მოხდა "სასუოლოსთან" მატჩის წინ და მაშინ ჩვენებურმა თავი გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ხვიჩასთვის ეს მატჩიც არანაკლებ წარმატებული იქნება. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

alt"ამ ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა" - რა მოხდა "ნაპოლის" ბაზასთან,

სადაც კვარაცხელიას ფანი იტალიელი ბავშვი მივიდა [VIDEO]

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

მკითხველის კომენტარები / 23 /
200 ქართველი დღეს მთელი საქართველოს სახელით გვერდში დაუდგება და გაამხნევებს ჩვენს კვარას და წარმომიდგენია თვითონაც როგორი მონდომებით და წარმატებით ჩაატარებს დღევანდელ მატჩს კვარა ჩვენ შენთან ბართ წარმატებები !!!
გიო9
16:31 13-01-2023
0
ყოჩაღ 200-ვეს, ძალიან კარგი! თითქმის 20-ჯერ მეტი ქართველი, ანუ მთელი საქართველო კი ტელევიზორებით ვუქომაგებთ ჩვენს ყოჩს კვარას "საკალანდო გოლის" მოლოდინში. უფალი გფარავდეს! ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი. შენ ხარ ჩვენი საკალანდო ყოჩი!
ვაჟა მასწავლებელი
13:41 13-01-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული