იმერული გუნდის რიგები ლევან მჭედლიძემ, მათე ცინცაძემ და დინო ჰამზიჩმა დატოვეს.
კახა ჩხეტიანის კლუბმა შევსებაც მიიღო. ამიერიდან "ტორპედოს" ფორმით 25 წლის მეკარე ოთო გოშაძე და 24 წლის ნახევარმცველი დავით სამურკასოვი იასპარეზებენ.
პირველმა მათგანმა გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარა, ადრე კი "საბურთალოში", ბოლნისის "სიონსა" და "თელავშიც" უთამაშია.
რაც შეეხება სამურკასოვს, ის "ლოკომოტივის" აღზრდილი გახლავთ, მთელი კარიერა ამ გუნდში ჰქონდა გატარებული, 2022 წლის აგვისტოში საბერძნეთის მე-2 ლიგის ბინადარ "ეპისკოპს" მიაშურა, თუმცა
"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა