ფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაო, კვარაცხელიას თამაშს ალღო აუღესო...

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა.

დიდებულ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდებულად გაისარჯა - სპალეტის გუნდმა „იუვეს“, რომელსაც ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად ჰქონდა მოგებული, ხუთი გოლი გაუტანა.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა. საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე
ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, ხვიჩას ჩაწოდებული კუთხურის მერე რაჰმანიმ გაიტანა. 65-ე წუთზე ქართველმა ოსიმენს ფილიგრანული პასი გაუკეთა და მან დუბლი შეასრულა. სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა არ შეაჩერეს და ელმასმა რიკოშეტით ანგარიში 5:1 გახადა. "კვარა" 88-ე წუთზე შეცვალეს, ტიფოზები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს, ხოლო სპალეტიმ წარმატებული მატჩი გულთბილად მიულოცა.

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და „იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 5:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

 

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

alt"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

alt200 ქართველი ადამიანი ხვიჩას დღეს სტადიონიდან უქომაგებს - რა ხდება ნეაპოლში "იუვენტუსთან" მატჩამდე

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

მკითხველის კომენტარები / 62 /
სასწაული ემოციაა, ასეთ საოცარ თამაშს მართლა არ ველოდი, უბრალოდ უნდა დატკბე ამ სანახაობით!
Skeleton
14 იანვარი 2023 02:41
0
საჩემპიონო თამაში იყო. კვარას და ოსიმენს ბებერი ქალბატონი შემოეუპატიურათ.
irakli81
14 იანვარი 2023 02:40
2
მაგარი თამაში ჩაატარ ხვიჩამ და ზოგადა გუდნმაც, ესე თუ გააგრძელეს, წელს ნაპოლი სკუდეტოს დადებს, ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება კარგი შანსები.
goga
14 იანვარი 2023 03:04
0
გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს;
ნეაპოლიდან ხვიჩამ მოგვილოცა ყველას
, მათ შორის იმათაც ვინც ბოლო ორი თამაშია მსუბუქად რომ ვთქვათ აკრიტიკებს მას.
გრცხვენოდეთ კრიტიკოსებო, მიხედეთ მძორებო თქვენს ბილეთებს რომელთაც ტოტალიზატორებში დებთ და ფეხბურთს მარტო იმიტომ უყურებთ რომ კუში დასვათ.
დაანაბეთ ამ ბიჭს თავი მათხოვრებო
და ხმა ჩაიგდეთ.
მადლობა ხვიჩას.
გილოცავ საქართველო

gugi09
14 იანვარი 2023 02:35
0
ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტი სტიქიური უბედურებაა. დღეს "ბებერი ქალბატონი" და სკუდეტო ორივე ერთად გაიტაცა ამ გრიგალმა და მათი დამწევი ზევსის ზებუნებრივი ძალაც აღარაა.
Charley
14 იანვარი 2023 04:33
5
ხვიჩა ამტკიცებს რომ არის მსოფლიო დონის ტალანტი!!! გენაცვალე ხვიჩა საქართველო ამაყობს შენით!
ზაზა გ.
14 იანვარი 2023 02:32
0
ინტერთან ცოტა ფეხი დაუცდა ფორმაში არ იყო შესული ჯერ... და დამთავრებული ეგონათ ამის კარიერა. რამდენი 1უჯრედიანი პარაზიტია რა
Ff
14 იანვარი 2023 02:35
0
ბოღმა და შურიანმა სასტავმა ჩაიკმინდეთ ხმა! შეძვერით სოროებში და გშურდეთ ჩუმად :P
ემიგრანტი
14 იანვარი 2023 02:34
2
განსაკუთრებით იუვენტუსის არაჯანსაღმა, ფანატიკოსმა და აგრესიულმა გულშემატკივრებმა
:D
14 იანვარი 2023 03:03
0
უბრალოდ, დიდი მადლობა ხვიჩა დღევანდელი საღამოსთვის !!!
გიორგი
14 იანვარი 2023 02:30
0
სად ხართ მიშისტებო?
gega
14 იანვარი 2023 02:48
28
მიშისტობა რომ სალანძღავი სიტყვა გინდათ გახადოთ :დ კაცმა სახელწმიფო შექმნა და ესენი ლანძღავენ. ისეთი პოლიტიკური ძალა ლანძღავს, რომელიც სათავეშია და უკვე არავის ახსოვს. :დ აბა რამდენი ჩამოთვლით "მმართველების" თანამდებობებს? :დ საბედნიეროდ ისტორია ყველას თავის ადგილზე აყენებს ;) 2012 ოცნებას მივეცი ხმა და ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ჯერ-ერობით ფორცა კვარა, ფორცა ნაპოლი
ლადო
14 იანვარი 2023 03:53
72
ვიღაცისტობა ყოველთვის სალანძღავია, მითუმეტეს მიშისტობა. უმადური არ უნდა იყო კაცი, მაგრამ თავისი სასისტიკით და მომხვეჭელობით ყველა მისი გაკეთებული საქმე გააუფერულა. ბოლო წლებია საერთოდ მაოხრებელ გზირად იქცა ამ ქვეყნისთვის. რაც შეეხება 2012 წელს იმ დროისთვის სხვა გზა არ იყო, ნაცების შემოხაზვა შეცდომა კი არა ბოროტება იყო. შენ კიდე მეტი "შეცდომა" ნუ დაგაშვებინოს ცხოვრებაში ღმერთმა. იქნებ ამ უნიჭიერესი ბიჭის წარმატების ირგვლივ მაინც მოვახერხოთ გაერთიანება ქართველებმა და დავანებოთ თავი პოლიტიკას, რომელიც უკვდ ბევჯერ გამოჩნდა, რომ არც ვიცით და არც გვეხერხება შესაბამისად.
ლადოს
14 იანვარი 2023 09:13
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული