"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" ჩემპიონობა, "კვარას" კი სერია A-ს ბომბარდირობა შეუძლია:

"ხვიჩას შეუძლია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს, "ნაპოლი" კი სერია A-ს გამარჯვებული.

კვარაცხელია ძალიან კარგად ასპარეზობს და მისგან ასეთ შედეგს ალბათ არავინ არ ელოდა.

საქართველოში მის ამბებს ყველა ძალიან განიცდის და ქომაგობს. ვისაც საშუალება აქვს, ნეაპოლში მიფრინავს, უყურებს მის თამაშებს და შემდეგ უკან ბრუნდება. ხვიჩას შედეგებით მთელი საქართველო ძალიან ბედნიერია. 

ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის ტოპ-კლუბების ყურადღების მიქცევას შეძლებს, მაგრამ "ნაპოლიდან" წასვლა
ჯერ ალბათ ძალიან ადრეა და ის ამ გუნდში 2 წელი მაინც უნდა დარჩეს", - ციტირებს ქინქლაძეს Metaraings-ი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
უბრალოდ ტოპ კლუბები იმიტომ არიან მიმზიდველები რომ ბევრად დიდ ხელფასებს იხდიან.ხვიჩას 1,2 მილიონი აქვს და თუ მას 10-ჯერ მეტს გადაუხდიან აუცილებლად წავა.რა მიზეზმა შეიძლება ათქმევინოს უარი 10-12 მილიონ ევროს ხელფასზე?
ასეა ეს
15:20 17-01-2023
0
რა გაატრაკეთ საქმე ამ ტოპ-კლუბში გადასვლაზე ლაპარაკით. "ტოპ"-ის კრიტერიუმები ვინმემ ჩამოწერა სადმე ? ნაპოლისთან ერთად თუ სკუდეტო და ლიგა მოიგო, ავტომატურად ტოპ კლუბის ტოპ ფეხბურთელი არ გამოვა ?
მიშა
11:40 17-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული