კვარაცხელიას "სალერნიტანასთან" თამაში საეჭვოა - იტალიური მედიის ინფორმაცია

AutoSharing Option
21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე, სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება.

Il Mattino-ს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა საეჭვოა.

"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ გაციებულია, რის გამოც დიდი შანსია, "სალერნიტანასთან" მატჩი გამოტოვოს. ამ შემთხვევაში ლუჩანო სპალეტი თამაშის შანსს ელიფ ელმასს მისცემს. ჩრდილომაკედონიელი შესანიშნავ ფორმაშია და მწვრთნელისგან დიდ სათამაშო დროსაც იღებს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატს 47 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ "მილანს" კი 9 ქულით უსწრებს.

altLa Gazzetta dello Sport: KK77-ის ფანტაზია

და "ნაპოლი" ისტორიული რეკორდის მიჯნაზე

altხვიჩას "სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიზნებსა და ნეაპოლში ჩასულ ქართველ გულშემატკივრებზე ფეხბურთელის აგენტმა ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ Il Mattino არ ენდოთ ამ გაზეთს უმეტეს შემთხვევაში ცდება ან იტყუება
beqa
19 იანვარი 2023 12:19
1
შეიკლეს ეს ბიჭი ამდენი ხვევნა კოცნით ამ ვირუსების დროს.აცალეთ რა.
ილია
19 იანვარი 2023 16:16
2
ჯუღელმა თქვა აბსოლუტურად ჯანმრთელია და ვარჯიშობსო. ვის ვენდოთ, სპალეტის, ჯუღელს. მედიას თუ მაია ცქიტიშვილს?
ტყუილს მოკლე აქვს
19 იანვარი 2023 16:09
0
თქვენი საიტი ნუ დაემგვანება ჭორიკანა დედაკაცს
gogi
19 იანვარი 2023 15:45
2
ბებო ლივერპულში ტრავმის შემდეგ ხვიჩას გარეშე ნაპოლიმ სამი შეხვედრა მოიგო.
matyuara
19 იანვარი 2023 20:58
1
ესეიგი ერტი საიტი ერტს იცახის მეორე საიტი მეორეს მესამე ტავის ვერსიას ამბობს გაიგე ეხლა რომელია სიმარტლე,სანდო ცხარო რომელია არავინ არ იცის,გაერკვიეტ 100% ფროცენტი რომელია სანდო ცხარო და მერე დაცერეტ.ხალხი რატომ შეგხავტ გაურკვლეობაში ან არაფერი არ დაცეროტ,ერტ საიტში შეხვალ გაგიხარდება ცერენ იტამაშებსო მეორე საიტი გადაგიცურავს იმედებს რა ტვინს უბურხავტ ხალხს ააა
М М
19 იანვარი 2023 22:58
1
დააკვირდით, როდესაც ხვიჩა არ თამაშობდა, ან წააგეს, ან ფრედ ითამაშეს.
გალინა ბებო.
19 იანვარი 2023 14:41
12
რუსული მედია კვარას 99% სიტი-ს ფეხბურთელად მოიხსენიებს!!!
გიუშა
19 იანვარი 2023 14:59
13
არ უნდა რა ყველა თამაშზე საქართველოდან ჯოგ-ჯოგად ჩასვლა და მერე ხვევნა პროშნები, ვინ იცის რა ვირუსი შეყარეს.ტფუ
ილია
20 იანვარი 2023 12:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული