ოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი - შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Kiss Kiss-თან განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივართა სიხარულის გამო ბედნიერი იყო, "კრემონეზესთან" წაგება მტკივნეული გახლდათ, შეცდომების გამოსწორებაა საჭირო, "სალერნიტანასთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადებიან, სერია A-ში სიურპრიზები მოსალოდნელია, მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ სამი ქულა სჭირდებათ.

ოსიმენის თქმით, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მისთვის შთაგონების წყაროა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტაქტიკაზე ხშირად მუშაობენ; მიზანი მხოლოდ სკუდეტო როდია, რამეთუ "ნაპოლი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სეზონის ბოლოს გამარჯვება ფანებთან ერთად უნდა იზეიმონ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი
ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც - ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ "კვარა" ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ "ნაპოლიში" იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს".

მკითხველის კომენტარები / 21 /
რუბინში კვარას უფრო აქებდნენ და უფრო ბრწინავდაო, ვიღაც წერს. სხვები ამბობენ, ნაპოლი სოფლის გუნდიაო. ე.ი. რა გამოდის, ნაპოლი სოფლის გუნდია, სადაც მარადონა თამაშობდა და რუბინი მსოფლიო ფეხბურთის გრანდი? ოსიმენმა კარგი სიტყვები არ დაიშურა კვარასთვის, აქო და ადიდა და მეტი რა ქნას კაცმა? მართლაც რომ ერთერთი ძლიერი ტანდემის მსოფლიოში. სტატიას მარტო კითხვა არ შველის, აზრის გამოტანაა საჭირო.
ქართველი
01:59 20-01-2023
0
3-4 კომენტარიდანაც ჩანს რომ ჩვენი საშველი არაა... წაკითხულის გააზრება გვიჭირს, უკიდეგანო რასიზმში ვიხრჩობდით და თავი მაინც კიტრები გვგონია... რა ევროკავშირი, რა შინ ევროპისკენ, რა დამოუკიდებლობა და თავისუფლებაზეა ლაპარაკი, 20 წელიწადში პროპაგანდით და იდეური ზომბირებით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა გადაიქცა საბჭოეთისთვის თავდადებულ კომუნისურ ხალხის მასად... განათლება და სკოლებში ეროვნული სულისკვეთების გამტარებელი იდეური მუშაობის გარეშე ცოტა ხანში რუსეთი მიაღწევს საწადელს, "საქართველო ქართველების გარეშეს", იმედია უკრაინაში ამოიძირკვება ეს ბოროტების მაშხალა და ასე მაინც იქნებ გადავრჩეთ
რა მაფიაა?
01:35 20-01-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული