ცნობილი გახდა, რამდენი დაუჯდა "კარლსრუეს" ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი

AutoSharing Option
გერმანული Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, "კარლსრუეს" ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარიდან" ტრანსფერი 200 000 ევრო დაუჯდა.

მოგეხსენებათ, მე-2 ბუნდესლიგის აუტსაიდერმა ქართველი ფორვარდი გუშინ ოფიციალურად წარადგინა და მას 2,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"კარლსრუეს" სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა განაცხადა, რომ ზივზივაძის თამაში გასული წლის ზაფხულში ნახა, მაშინ უნდოდათ გადაბირება, მაგრამ ვერ მოახერხეს, ბუდუს ნაკრებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, უნივერსალია, შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ გამოიყენონ და გუნდისთვის შესანიშნავი შენაძენია.

"კარლსრუე" 18 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 18 ქულით მე-15 ადგილზეა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 5 თებერვალს
სტუმრად "მაგდებურგს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
...5 ლარი
გიუშა
20:23 02-02-2023
2
ბუდუს პრობლემა როგორც უმრავლესობა ქართველი ფეხბურთელის ზედმეტი ბაქიაობაა, წადი ბიძია ივარჯიშე, თავი გადადე, ხედავ კვარა თავს არ ზოგავს, უშრომელად არაფერი გამოდის, ათი წელი ცხოვრება უნდა გადადო და დიდი ფეხბურთი ითამაშო
მთაწმინდა
12:25 02-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული