დიდი მადლობა ნდობისთვის! მისტერ, თქვენ ხართ ამ სპორტის დიდი მოყვარული და წარმოუდგენელი ადამიანი. გისურვებთ თქვენ და თქვენს სამწვრთნელო შტაბს საუკეთესოს, თქვენ ამას იმსახურებთ", - დაწერა მამარდაშვილმა.
იტალიელმა სპეციალისტმა "ღამურები" გასულ წელს ჩაიბარა. ბოლო მატჩებში გუნდი წარუმატებლად ასპარეზობდა და ის კლუბის ხელმძღვანელობისგან შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვდა.
"ვალენსიამ" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 3 თებერვალს "რეალთან" უმძიმესი გასვლა ელის.